ახალი ამბებიმეცნიერება

ახალი მეტამატერიალი, რომელიც მყარი მდგომარეობიდან დრეკადში გადადის პირობების შესაბამისად

ბოლო დროს მეცნიერები სულ უფრო მეტ კვლევას ატარებენ ე.წ. მეტამატერიალების შექმნის სფეროში. არსობრივად, მეტამატერიალები – ეს არის მასალები, რომელთა უნიკალური თვისებები განპირობებულია პირველ რიგში არა იმ ნივთიერებებით, რომლებითაც შედგებიან, არამედ ხელოვნურად შექმნილი შიდა სტრუქტურით, რომელიც მათ უჩვეული მახასიათებლებს ანიჭებს. მცირე ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს კიდევ ერთი მეტამასალა, რომელსაც შეუძლია მდგომარეობის შეცვლა. გარემოპირობების მიხედვით მას შეუძლია იყოს ფოლადივით მტკიცე ან პლასტელინივით რბილი და მოქნილი. 

Science Advance-ის ჟურნალისტების ინფორმაციით მეტამასალა შექმნეს ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიისა და კალიფორნიის სან-დიეგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა. ახალი სტრუქტურის კლასს მათ უწოდეს FRMM – Field Responsive Mechanical Metamaterials: “(მაგნიტური) ველის მიხედვით რეგულირებადი მექანიკური მეტამატერიალები“. 

მასალის უნიკალურობა პირველ რიგში გამოხატულია დამზადების პროცესით. შიდა მოწყობილობა წარმოადგენს 3D-პრინტერზე დაბეჭდილ მოქნილი პლასტმასის მიკრომილების ბადეს. თითოეული მიკრომილი 5 მილიმეტრი სიგრძისაა. მილებში მოთავსებულია რკინის ნაწილაკების შემცველი რბილი მასალა. ამის წყალობით ბუნებრივ მდგომარეობაში მასალა მოქნილი რჩება. ხოლო თუკი მას მაგნიტური ველის ზემოქმედების ქვეშ მოვათავსებთ, რკინის მთლიანი შემცველობა დაქვემდებარებული ხდება მაგნიტური ველის მიმართულებისკენ, რაც მასალას ძალიან მყარს ხდის. 

image.jpeg

 
მდგომარეობა მაგნიტური ველის გამორთვის და ჩართვის დროს 

ექსპერიმენტების სერიის მსვლელობისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მაგნიტური ველის ზემოქმედებისას მასალის სტრუქტურის სიმტკიცე საშუალოდ 62%-ით მატულობს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს არ არის საბოლოო მიღწევა და კონსტრუქციის სიმყარის კიდევ უფრო გაზრდა შესაძლებელია უფრო მტკიცე „შემავსებლების“ წყალობით. სამომავლოდ ამგვარი ტექნოლოგია შესაძლოა საფუძვლად დაედოს მოქნილი ჯავშანჟილეტების და ჯავშანტექნიკის წარმოებას – მასალა საფრთხის შემთხვევაში მომენტალურად შეიცვლის სიმკვრივეს. 

Source
overclockers.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button