ავტომობილებთან შესაძლებელი გახდება ურთიერთობა „ისე, როგორც მეგობართან“
2018 წელს კომპანია BMW-მ განაცხადა კონცეფცია iNext-ის შესახებ, რომლის თანახმადაც მას სურს ავტომობილის სალონი ადამიანების საყვარელ ადგილად აქციოს. ინჟინრები აპირებენ ამას მიღწიონ მუსიკის, კონდიციონერის, ნავიგატორისა და სხვა ფუნქციების მაქსიმალურად გამარტივების გზით. კონცეფციისკენ პირველი ნაბიჯი გადაიდგა გამოფენა MWC 2019-ზე – კომპანიამ მოახდინა ტექნოლოგია Natural Interaction-ის დემონსტრაცია, რომელიც ავტომობილთან კავშირის საშუალებებს მოიცავს. კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ამ ფუნქციის წყალობით მძღოლები შეძლებენ ეკონტაქტონ ხელოვნურ ინტელექტს „ისე, როგორც მეგობარს“.
Natural Interaction-ში შედის ხმოვანი ბრძანებები, მომხმარებლის ჟესტები და გამოხედვები. მძღოლებს არ მოუწევთ პარამეტრებში შევიდნენ საჭირო საშუალების ასარჩევად – სისტემა დამოუკიდებლად ამოიცნობს საჭირო ვარიანტს და დაუყოვნებლივ შეასრულებს შესაბამის ინსტრუქციებს. ითვლება, რომ ავტომობილთან კომუნიკაციის ერთროულად რამოდენიმე მეთოდი უამრავი პრობლემისგან გაათავისუფლებს მძღოლს: მაგალითად, ხმაურიანი მგზავრებით სავსე სალონში მძღოლისთვის უფრო ადვილი იქნება ჟესტებით გასცეს ბრძანება, ვიდრე მეტყველებით.
BMW Natural Interaction-ის შესაძლებლობები:
ფანჯრებისა და სახურავის ლუქის გაღება-დაკეტვა;
სავენტილაციო სივრცეების რეგულირება;
საინფორმაციო-გასართობი სისტემების ნავიგაცია;
ავტომობილის თვალთახედვის არეში არსებული დაწესებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
პარკირების ხელმისაწვდომობისა და საფასურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ხელოვნური ინტელექტი აგრეთვე შეისწავლის თითოეული მძღოლის ჩვეულებებს. დიდი ალბათობით, მას წინასწარ ეცოდინება კომუნიკაციის რომელ მეთოდს აირჩევს მძღოლი და რომელი ფუნქციის შესრულებას მოსთხოვს, რაც მნიშვნელოვნად სწრაფს გახდის მის საპასუხო რეაქციას. ჯამში, იდეა საკმაოდ წააგავს სხვა კომპანიების „მომავლის ავტომობილების“ კონცეფციებს, მათ შორისაა ელექტრომობილ Mercedes-Maybach-ის პროექტი.