შესაძლოა ობობის ქსელი რობოტების კუნთების შესაქმნელად გამოიყენონ
ობობის ქსელი, როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ყველაზე მყარი მასალაა თავის წონასთან მიმართებაში. ამასთან, მას გააჩნია კიდევ ერთი უცნაური თვისება, რომელმაც შესაძლოა მეცნიერებს საშუალება მისცეს – შექმნან ხელოვნური კუნთები. ელასტიური ბოჭკო, როგორც აღმოჩნდა, ძლიერად რეაგირებს ტენიანობის ცვალებადობაზე. ტენიანობის გარკვეულ ზღვარს ზემოთ იგი სწრაფად იკუმშება.
მკვლევარებმა მცირე ხნის წინ აღმოაჩინეს ობობის ქსელის თვისება, რომელსაც სუპერკუმშვადობა დაარქვეს. წვრილი ბოჭკოები ტენიანობის ცვლილებისას არა მარტო იკუმშება, არამედ ეხვევა და იქმნება ძლიერი „მბრუნავი“ ძალა.
„ჩვენ ეს შემთხვევით აღმოვაჩინეთ“ – აცხადებენ კვლევით ცენტრში. – „გვინდოდა შეგვესწავლა ტენიანობის ცვლილების გავლენა ობობის ქსელის dragline-ზე“. ამისათვის მკვლევარებმა ქსელზე ჩამოკიდეს ტვირთი და მოათავსეს კამერაში, სადაც ახდენდნენ ტენიანობის კონტროლს. „როდესაც ტენიანობა გავზარდეთ, ბოჭკოზე დაკიდებულმა ტვირთმა ტრიალი დაიწყო. ამას არ მოველოდით“ – აცხადებენ მეცნიერები.
გუნდმა შეამოწმა სხვა მასალებიც, მაგალითად ადამიანის თმა, თუმცა ვერ აღმოაჩინა მასში ისეთი მბრუნავი ქმედება, როგორც ობობის ბოჭკოს შემთხვევაში. თუმცა პირველი მათგანის გამოყენება თეორიულად უკვე სცადეს ხელოვნურ კუნთების შექმნასთან დაკავშირებით.
„ეს შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს რობოტექნიკის საზოგადოებისთვის“ – აცხადებენ მეცნიერები – გულისხმობენ რა განსაზღვრული ტიპის სენსორებისა და საკონტროლო მოწყობილობების მართვის საშუალებას. „მოძრაობების მანიპულირება შესაძლებელია ტენიანობის კონტროლით“.
მსოფლიოს მეცნიერები მუშაობენ, რომ მოახდინონ აღნიშნული თვისების კოპირება ცილებზე შექმნილ სინთეტიკურ ბოჭკოებში.
ლაბორატორიული ექსპერიმენტებისა და მოლეკულური მოდელირების დახმარებით მეცნიერებმა განსაზღვრეს, როგორ მუშაობს ბრუნვის მექანიზმი. აღმოჩნდა, რომ იგი ემყარება საშენი ცილის, გარკვეულ სახეობას ე.წ. „პროლინს“. ცდებმა აჩვენა, რომ სწორედ მისი სტრუქტურა განაპირობებს ბრუნვას.
„ცილას ბრუნვის სიმეტრიულობა გააჩნია. იგი შესაძლებელს ხდის მთელი რიგი ახალი მასალები შეიქმნას“ – აცხადებენ კვლევით ჯგუფში. შესაძლებელია, რომ შეიქმნას ახალი პოლიმერული მასალა, რომელსაც მსგავსი თვისება ექნება.
„ქსელის შეკუმშვისა და ბრუნვის უნიკალური უნარი შესალებელია გამოყენებულ იქნას მგრძნობიარე მატერიალების შექმნისთვის. მისი გამოყენების პოტენციური სფეროები სხვადასხვაა: მსუბუქი რობოტებიდან და ტენიანობის სენსორებიდან დაწყებული – „ჭკვიანი“ ქსოვილისა და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის რეგენერატორებით დამთავრებული“.