Hi-Techახალი ამბებიტექნოლოგია

მინისა და ლითონის შედუღება უკვე შესაძლებელია

ახალი ტექნოლოგიის წყალობით შესაძლებელია ის, რაც ამ დრომდე პრაქტიკულად წარმოუდგენელი ჩანდა. მაგალითად, აქამდე ადამიანებს არ შეეძლოთ ორი სხვადასხვა მასალის, ვთქვათ ლითონისა და მინის შედუღება. პრობლემას წარმოადგენდა დნობისათვის საჭირო ტემპერატურების სხვაობა და გაცხელებისგან გაფართოების ეტაპები. შოტლანდიელმა მეცნიერებმა გამოიგონეს მეთოდი ამ პრობლემის გადასაჭრელად – ისინი აპირებენ შექმნან შემდუღებელი აპარატი, რომელიც მასალებს გააერთიანებს სუპერსწრაფი ლაზერული იმპულსებით. მეთოდის ეფექტურობა უკვე დამტკიცებულია.

ამ დრომდე იმისათვის, რომ მინა და ლითონი შეეკავშირებინათ, ადამიანები იძულებულნი იყვნენ გამოეყენებინათ წებო. ეს მეთოდი კი არც ისე კარგია – დროთა განმავლობაში შეერთების ადგილი სუსტდება და შეიძლება დაიშალოს.

შედუღების ახალი მეთოდის მიხედვით მასალების მიერთება ხდება მოკლე ლაზერული იმპულსების მეშვეობით. პროცესი ხორციელდება ორი მასალის მაქსიმალურად მჭიდრო კონტაქტში – ამ ორ მასალას შორის არსებული რამოდენიმე მიკრონის ზომის სივრცე ამოივსება უმცირესი ნაწილაკებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მტკიცე და საიმედო მიმაგრებას.

მიმაგრების საიმედოობა შემოწმდა -50-დან +90 გრადუსამდე ტემპერატურაზე. მკვლევარების გასაკვირად, შემდუღებელი ძაფები დაუზიანებლად გადარჩა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დროა დაიწყოს ახალი თაობის შემდუღებელი აპარატების წარმოება. ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელი იქნება კოსმოსური აპარატების მშენებლობაში, ოპტიკასა და მედიცინაში.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button