Hi-Techახალი ამბებიკოსმოსი

ნიდერლანდების ცაში Starlink-ის თანამგზავრებისაგან შემდგარი „მატარებელი“ გამოჩნდა

გასულ კვირას კომპანია SpaceX-მა წარმატებით გაუშვა 60 ერთეული ინტერნეტ-თანამგზავრი Starlink დედამიწის ახლო ორბიტაზე. ეს იყო მსოფლიო ინტერნეტის შექმნის ამბიციური გეგმის დასაწყისი. თანამგზავრებმა თავდაპირველად მიაღწიეს 440 კმ სიმაღლეს, ამჟამად კი ისინი დედამიწის ირგვლივ მოძრაობენ და პერიოდულად 550 კმ სიმაღლემდე ადიან თავიანთი ძრავების მეშვეობით. ფრენის პროცესისას მათ „მატარებელი“ შექმნეს, რომლის აღბეჭდვაც შეძლო ჰოლანდიელმა მოყვარულმა ასტრონომმა მარკო ლანგბრუკმა. ხსენებული საინტერესო და შთამბეჭდავი მოვლენა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

ასტრონომი წინასწარ ფლობდა ინფორმაციას, თუ რა დროს უნდა გადაეფრინათ აპარატებს მისთვის ხელსაყრელ ცის მონაკვეთზე – ამაში მას დაეხმარა ღია წვდომის მქონე მონაცემები თანამგზავრების გადაადგილების ტრაექტორიისა და ადგილმდებარეობის შესახებ. 440 კმ სიმაღლეზე მოძრავი ობიექტების გადასაღებად მარკომ გამოიყენა კამერა Watec 902H და ობიექტივი Canon FD 50mm F1.8.

მისი თქმით, თავდაპირველად გამოჩნდა სუსტად გამოსახული მანათობელი ობიექტები, რამოდენიმე ათეულ წამში კი მან თანამგზავრების მთელი მწკრივი დაინახა. უახლოეს რამდენიმე ღამეში თანამგზავრული „მატარებელი“ 2-3 შემოფრენას განახორციელებს, შემდეგ კი ერთეულებს შორის მანძილები გაიზრდება და მატარებელი დაიშლება.  

კომპანია SpaceX, როგოც უკვე ვიცით, 12 ათასი ამგვარი თანამგზავრის გაშვებას აპირებს, ასე რომ მოყვარულ ასტრონომებს კიდევ ბევრჯერ გაუმართლებთ და შეძლებენ შთამბეჭდავი სანახაობის ხილვას. Starlink-თანამგზავრების მომდევნო ჯაჭვი სულ მალე წარმოგვიდგება – უახლოეს 12 თვის მანძილზე კომპანია აპირებს კიდევ ათასი აპარატის გაშვებას, რათა 2020 წლისთვის მათ შეძლონ თვითმფრინავებისა და ხომალდების ინტერნეტით უზრუნველყოფა.  

თანამგზავრების ფუნქციონალურობა ყოველ ჯერზე გაიზრდება. ისინი უკვე აღჭურვილია სისტემა Startracker-ით, რომელიც SpaceX-ს საშუალებას მისცემს იცოდეს თითოეული თანამგზავრის ადგილმდებარეობა და მართოს იგი. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button