იაპონიაში დაიწყო მსოფლიოში უსწრაფესი სამგზავრო მატარებლის – Alfa-X-ის გამოცდა
მიმდინარე კვირაში იაპონიის სარკინიგზო კომპანია JR East-მა წარადგინა ახალი ჩქაროსნული მატარებელი Alfa-X, რომელსაც შეუძლია 400 კმ/სთ. მაქსიმალური სიჩქარის განვითარება, რის გამოც იგი მსოფლიოში უსწრაფესი კომერციული სამგზავრო მატარებელი გახდება. როგორც ცნობილია, ყოველდღიური ექსპლუატაციისას მატარებელი მგზავრებს გადაიყვანს 360 კმ/სთ. სიჩქარით. წინა კვირაში JR East-მა განახორციელა Alfa-X-ის პირველი გამოცდა მგზავრების გარეშე.
პორტალი Bloomberg იტყობინება, რომ Alfa-X-ის შემადგენლობაში შედის 10 ვაგონი გამოსაცდელი ფაზის პერიოდში და იგი უახლოეს წელში განახორციელებს „ერთ ღამეში შორეულ ქალაქთაშორის მგზავრობებს“. თავად კომპანია JR East იმედოვნებს, რომ შეძლებს „Alfa-X კომერციულ რელსებზე განათავსოს“ 2030 წლისთვის.
ახალი მატარებლის ექსპლუატაციაში შესვლამდე ასეთი ხანგრძლივი დროის განმავლობაში შესაძლოა კომპანია JR East-ს კონკურენტები გამოუჩნდეს, რომლებიც წარმოადგენენ Alfa-X-ზე სწრაფ ჩქაროსნული სარკინიგზო ტრანსპორტის საკუთარ ვარიანტებს.
Bloomberg-ის აზრით, იაპონიის სუპერსწრაფი მატარებლები იმოძრავებენ რელსებზე, რომლებიც ამ დროისათვის იგება ტოკიოსა და ნაგოიას შორის, მისი გახსნა 2027 წლისთვისაა დაგეგმილი. თუმცა, როგორც გამომცემლობა აღნიშნავს, ამგვარი მატარებლებისათვის აუცილებელი სპეციალური დახურული გვირაბები. სწორედ ამის წყალობით შეძლებენ მატარებლები, განავითარონ მაქსიმალური სიჩქარე.
უამრავი სტარტაპი მუშაობს ე.წ. ვაკუუმურ მატარებლებზე, რომლებიც თეორიაში 1000 კმ/სთ. სიჩქარის განვითარებას შეძლებენ. მას შემდეგ, რაც 2013 წელს ილონ მასკმა წარადგინა ამგვარი კონცეფცია, უამრავმა კომპანიამ ხსენებულ სეგმენტში სერიოზული პროგრესი განიცადა. რამოდენიმემ წარადგინა კიდეც კაფსულების რეალური პროტოტიპები, რომელთაც შეუძლიათ საკმაოდ მაღალი სიჩქარით გადაადგილება ვაკუუმურ დახურულ გვირაბებში. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი სატესტო ხაზი აშენდა ლას-ვეგასთან ახლოს კომპანია Virgin Hyperloop One-ის მიერ. ბოლო გამოცდისას 300 მეტრ სიგრძის გვირაბში Hyperloop-ის კაფსულამ შეძლო მოძრაობა 387 კმ/სთ. სიჩქარით.
Virgin Hyperloop One-ის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა რაიან კელიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „კაფსულის კომერციული ვერსია შეძლებს განავითაროს იმაზე მინიმუმ ორჯერ მეტი სიჩქარე, რაც ტესტირებებისას იქნა მიღწეული“.
Alfa-X მატარებლის მემანქანის სალონი
რაც შეეხება ახალ Alfa-X-ს, მას საკმაოდ მარტივი დიზაინი აქვს. მატარებლის „ცხვირის“ სიგრძე 22 მეტრს შეადგენს. იგი სპეციალურადაა ასეთი, რათა შეამციროს ქარის წინაღობის დონე. Bloomberg აგრეთვე აღნიშნავს, რომ ჩვეულებრივ სამუხრუჭე სისტემასთან ერთად მატარებელს აქვს „საჰაერო მუხრუჭებიც, ასევე სპეციალური მაგნიტის ფირფიტები სიჩქარის შენელებისათვის“. თავად JR East-ის განცხადების თანახმად კი მატარებლის ვაგონები აღჭურვილი იქნება მაღალტექნოლოგიური ამორტიზატორებით, რომლებითაც თავიდან იქნება აცილებული მატარებლის რყევა.