ახალი ამბებიბიზნესიხელოვნური ინტელექტი

Microsoft-მა გამოუშვა უფასო სასწავლო ონლაინ-კურსები ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ

კომპანია Microsoft-მა წარადგინა AI Business School – უფასო ონლაინ-სკოლა ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ. ჯერჯერობით კურსები მხოლოდ ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, თუმცა სამომავლოდ დაგეგმილია, რომ AI Business School-ის ვიდეოები სხვა ენებზეც გადაითარგმნება.

AI Business School-ის კურსი შედგება ოთხი მოდულისგან – ხელოვნური ინტელექტის დანერგვის სტრატეგიის შემუშავება, კომპანიის კურსის ცვლილება ტექნოლოგიის წარმატებული მუშაობისთვის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პასუხისმგებლობა და ხელოვნური ინტელექტის ძირითადი მიმართულებებისა და მისი ქვესისტემების მიმოხილვა.

AI Business School-ის ლექციების ხანგრძლივობა დაახლოებით ათი საათია. თითოეული გაკვეთილი ათ წუთზე დიდხანს არ გრძელდება – Microsoft-ი ითვალისწინებს კომპანიების ტოპ-მენეჯერების ინტერესებს, რომელთაც დატვირთული გრაფიკი აქვთ და არ გააჩნიათ იმდენი დრო, რომ ხანგრძლივ ლექციებს უსმინონ.

კურსებში შედის ათი ქეისი, ხუთი ლექცია, ხუთი პრაქტიკული ხელმძღვანელობა, 15 მონათხრობი მენეჯერებისთვის და შვიდი ტექნიკური ქეისი.

AI Business School-ის მომხსენებლები და სპიკერები იქნებიან Microsoft-ის წამყვანი მენეჯერები, ბიზნეს-სკოლა Insead-ისა და სხვა კომპანიების წარმომადგენლები, რომლებმაც ხელოვნური ინტელექტი დანერგეს თავიანთ ბიზნეს-პროცესებში. სამომავლოდ სპიკერების რაოდენობა გაიზრდება.

ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობა ბოლო წლების ტრენდია. მცირე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფინეთის ხელისუფლება გეგმავს ქვეყნის მოსახლეობის 25%-ს – დაახლოებით 1 მლნ ადამიანს ასწავლოს ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებასთან მუშაობა. Elements of AI-ის ონლაინ-კურსის გავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სასწავლო კურსი ხელმისაწვდომია ფინურ და ინგლისურ ენებზე.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button