ახალი ამბებიმსოფლიოხელოვნური ინტელექტი

აღმოჩნდა, რომ „ხელოვნური ინტელექტით მომუშავე“ სტარტაპების ნახევარი საერთოდ არ იყენებს მას

ბოლო წლებში უამრავი სტარტაპი გამოჩნდა, რომლებიც აცხადებენ, რომ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს თავიანთ კვლევებსა და ზოგადად საქმიანობაში. ლონდონის ვენჩურულმა კომპანია MMC-მა შეისწავლა ევროპის 13 ქვეყნის თითქმის 3 ათასი სტარტაპის საქმიანობა, რათა გაერკვია – ნამდვილად ასე იყო თუ არა. კვლევის შედეგები იმედის გაცრუებას იწვევს.

შესწავლილი სტარტაპების თითქმის ნახევარი, როგორც აღმოჩნდა, სინამდვილეში არ იყენებს ხელოვნურ ინტელექტს თავიანთ საქმიანობაში – უფრო სწორად, არ თანამოქმედებს მასთან სრულად. თანაც, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ ინფორმაცია სტარტაპების ხელმძღვანელების ან თანამშრომლების მიერ კი არა, საინფორმაციო საშუალებების მიერ ვრცელდება. თავის მხრივ კომპანიები კი არ ცდილობენ ჩაასწორონ მცდარი ინფორმაცია.

რატომ ხდება ეს? პასუხი მარტივია: ყველა სტარტაპი დაინტერესებულია მოიზიდოს ინვესტიციები და როდესაც ინვესტორებთან შეხვედრაზე სტარტაპის წარმომადგენელი ამბობს, რომ მუშაობს ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე, იგი 15-50%-ით მეტ ინვესტიციას იღებს, ვიდრე სხვა კომპანიები.

რეალურად, სტარტაპები ხშირად არ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს რაიმე სახის სერიოზული კვლევის ან სამეცნიერო აღმოჩენებისთვის. კომპანების თითქმის მეოთხედი ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე ქმნის ჩატ-ბოტებს, ზოგი ქმნის ალგორითმებს, რათა თანამშრომლების თაღლითობა გამოავლინოს. ხელოვნური ინტელექტის ამ სახით გამოყენებას პრაქტიკულად დიდი სარგებელი არ აქვს.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ რაღა თქმა უნდა არსებობს კომპანიები, რომლებიც ინოვაციურ ტექნოლოგიებს ქმნიან ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით – ამგვარი შემთხვევების უმეტესობა ფიქსირდება უნივერსიტეტებში და ისინი ფინანსდებიან საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და გარე ინვესტორებისგან.

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close