ახალი ამბებიბიზნესი

ილონ მასკმა თავისი კომერციული სატრანსპორტო გვირაბისათვის კლიენტები იპოვა

ალბათ ყველას გსმენიათ Boring Company-ს შესახებ, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ილონ მასკის ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენდა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა დამაინტრიგებელი ინფორმაცია, რომ მიუხედავად კრიტიკოსების სკეპტიციზმისა, ხსენებული კომპანიის ქმნილება Hyperloop არ აღმოჩნდება ისტორიის სანაგვეზე.

ხანგრძლივი შეხვედრების შედეგად, Las Vegas Convention and Visitors Authority-ს დირექციამ ხელი მოაწერა გრძელვადიან კონტრაქტს, რომლის თანახმადაც The Boring Company-მ უნდა გაიყვანოს გვირაბი ლას-ვეგასის ქვეშ 48,6 მილიონ დოლარად. კონტრაქტის მიხედვით გვირაბი 1328 მეტრი სიგრძის იქნება და შემდგარი იქნება სამი სადგურისაგან, რომლებიც დაკავშირებული იქნება საზოგადოებრივ სატრანსპორტო სისტემასთან. მგზავრების გადაყვანის მთლიანმა ტრაფიკმა უნდა შეადგინოს არანაკლებ 4400 მგზავრი საათში, ამასთან, სამივე სადგური დაკავშირებული იქნება მაღალი სიჩქარის ლიფტთან. აუცილებელი პირობაა ესკალატორებისა და Wi-Fi-ს არსებობა, რომელმაც უნდა მოიცვას სადგურის მთელი ფართობი, აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იყოს ვიდეოდაკვირვების სისტემა სახის ამომცნობი ტექნოლოგიით.

ილონ მასკის პროექტის საწინააღმდეგო აზრი მხოლოდ ლას-ვეგასის მერმა, კეროლაინ გუდმანმა გამოთქვა. მას სურდა, კონტრაქტი გაფორმებულიყო კომპანია Doppelmayr-თან. მაგრამ დირექტორთა საბჭომ უარი განაცხადა მისი წინადადების განხილვაზე, რადგანაც იგი ორჯერ ძვირი იყო მასკის შემოთავაზებასთან შედარებით.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ზოგადად Boring Company-ს მიმართ ეჭვები მხოლოდ მერს არ აქვს: რადაგანაც მასკი აცხადებს, რომ აპირებს ათჯერ დააჩქაროს ბურღვის ვადები და თხუთმეტჯერ შეამციროს ხარჯები – ბევრს ეს სიტყვები ფანტასტიკად ეჩვენება.

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close