
Xiaomi ამზადებს ახალ სმარტ-პროექტორს – 4K HDR
ჩინური კომპანია Xiaomi გამოსაშვებად ამზადებს ლაზერული ტექნოლოგიის ბაზაზე შექმნილ ახალ სმარტ-პროექტორს.
მოწყობილობა მიეკუთვნება 4К ფორმატის პროდუქციას, შესაბამისად, 3840 × 2160 პიქსელი გაფართოების გამოსახულების ფორმირების საშუალებას იძლევა. აგრეთვე საუბარია HDR 10 მხარდაჭერაზე.
როგორც კომპანია აცხადებს, სიკაშკაშე აღწევს 1700 ANSI-ლუმენს. გამოსახულების ზომამ შესაძლებელია მიაღწიოს 80-დან 150 დუიმს დიაგონალზე. მოწყობილობის გაბარიტებია 456 × 308 × 91 მმ, წონა – დაახლოებით 7.5 კგ.
პროექტორი წარმოდგენილია ARM-პროცესორით, 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებითა და 64-გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერებით. ხელმისაწვდომია საფირმო პროგრამული ინტერფეისი MIUI.

მოწყობილობას საკმაოდ ხარისხიანი აუდიოსისტემა აქვს: ორი დინამიკის ჯამური სიმძლავრე 30 ვატს შეადგენს. ასევე ხელმისაწვდომია უსადენო კავშირის Bluetooth-ადაპტერი, სამი HDMI 2.0 პორტი, USB პორტები და SPDIF ინტერფეისი.
პროექტორი ფასი 1600 აშშ დოლარს შეადგენს. იმ შემთხვევაში კი, თუკი კომპლექტს პროექციის ეკრანიც დაემატება, ფასი 2300 დოლარამდე იზრდება.