MIT წარმოგიდგენთ ნამდვილ ცოცხალ ყვავილებს, რომლებიც მომავლის სახლებს გაანათებენ
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქიმიკოსებმა მომავლის სმარტ-სახლებისათვის შექმნეს განათების სისტემა, რომელსაც საფუძვლად უდევს ნამდვილი ლუმინესცენსიური მცენარეები.
MIT-ის პროფესორმა მაიკლ სტრანომ განახორციელა ფლოურესცენციური ნანონაწილაკების მცენარეებში იმპლანტირება, რის შედეგადაც მცენარის ფოთლებმა სინათლე გამოსცეს. როგორც დაგეგმილია, ქიმიური რეაქცია იმუშავებს ციცინათელების გამოსხივების ანალოგიურად.

პირველი მანათობელი მცენარეები MIT-ში ჯერ კიდევ 2017 წელს შეიქმნა. იმ პერიოდში მეცნიერებმა გამოზარდეს ლუმინესცენციური Nasturtium officinale-ს რამოდენიმე თაობა – მასში უშვებდნენ სინათლის კონდენსატორს, ნანობიოტიკური მცენარის კომპონენტს. იგი მცენარეებს საშუალებას აძლევს არ გამოსცენ მეტისმეტად კაშკაშა სინათლე, რის შედეგადაც მცენარეების სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მანათობელი მცენარეები არა მარტო ჩაანაცვლებენ ხელოვნურ განათებას, არამედ შეამცირებენ ნახშირორჟანგს, რასაც ადამიანები გამოყოფენ.
მკვლევარები სამომავლოდ აპირებენ შექმნან სხვა სახეობის მანათობელი მცენარეებიც.
სადემონსტრაციო ვიდეო: https://www.youtube.com/watch?time_continue=22&v=hp-vqd8zJM4