PS4-ის მფლობელებს შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ Monster Hunter: World-ის საცდელი ვერსიით
კომპანია Capcom ინარჩუნებს საზოგადოების ინტერესს Monster Hunter: World-ის მიმართ. თამაში წარმოუდგენლად წარმატებული აღმოჩნდა, რაზეც მეტყველებს გეიმინგ-სტუდიის ფინანსური ანგარიშიც. მათ, ვინც ჯერ კიდევ ვერ მოასწრეს თამაშით სიამოვნების მიღება და თანაც ფლობენ PS4 კონსოლს, ახლა სწორედ კარგი დროა – Capcom-მა წვდომა გახსნა პროექტის საცდელ ვერსიაზე, რომლის ჩამოტვირთვაც 21 მაისამდე ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
იხილეთ ბმულზე: http://bit.ly/2Hkdu5j
მომხმარებლებისათვის დემოში ხელმისაწვდომია პერსონაჟის custom-იზაცია, სიუჟეტური და დამატებითი დავალებები. მონადირეებს შეუძლიათ გუნდად გაერთიანდნენ მებრძოლებთან, რომლებიც ჩამოტვირთავენ Monster Hunter: World-ის საცდელ შესაბამის ვარიანტს. 16 მაისამდე მისი შეძენა შესაძლებელია 58%-იანი ფასდაკლებით.
Monster Hunter: World – ეს არის ფენტეზის ჟანრის სლეშერი, რომელშიც მოთამაშე იკვლევს სამყაროს და ნადირობს უზარმაზარ მონსტრებზე. მონსტრებს თავიანთი დღის განრიგი აქვთ, ბინადრობენ განსაზღვრულ გარემოში, აქვთ დამახასიათებელი სუსტი და ძლიერი მხარეები.