
Google ამატებს Apple iOS-ის კიდევ ერთ შესაძლებლობას Android Q-ზე
უკვე ცნობილი გახლავთ, რომ ჟესტების საფუძველზე მოქმედი ნავიგაციის ახალი სისტემა Android Q-ში ახდენს iOS-პლატფორმის შესაძლებლობების კოპირებას. კერძოდ, ჟესტი „ქვემოდან ზემოთ“ ხსნის ძირითად ეკრანს. ჟესტი „მარცხნივ ან მარჯვნივ“ ნიშნავს უკან გადასვლას, აპლიკაციის გადართვისათვის კი საჭიროა ჟესტ „ზემოდან ქვემოთ“-ის შესრულება, შუაზე თითის დაჭერა და აშვება. Android-ი iOS-ისაგან სესხულობს არა მარტო ჟესტებს. Android Q-ს მესამე ბეტა-ვერსიაში შემოთავაზებული იქნება ენერგოეფექტურობის, ენერგიის დაზოგვის რეჟიმის ცვლილებები, რაც მოგვაგონებს iOS-ზე მოქმედი Low Power Mode რეჟიმის მუშაობას.
ენერგიის დაზოგვის ახალ რეჟიმს ეწოდება Turn off when fully charged („გამორთვა სრულად დატენვისას“). როდესაც იგი ჩართულია, ენერგიის დაზოგვის რეჟიმი ავტომატურად გამოირთვება 90%-იანი დატენვის დონის მიღწევისას. ამჟამად, როდესაც ენერგიის დაზოგვის რეჟიმი აქტიურია, მისი გამორთვა ხდება დატენვის პროცესში, დამტენის დენის წყაროდან გამორთვის შემდეგ კი კვლავ ირთვება და მოქმედებაში მოდის. iPhone-სმარტფონებზე ენერგიის დაზოგვის რეჟიმი გამოირთვება მაშინ, როდესაც ბატარეა 80%-ზეა დატენილი.
Android Q-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქციაა Battery Saver. სისტემა განსაზღვრავს როცა ბატარეა დაჯდება და თუკი ეს იმაზე ადრე მოხდება, ვიდრე ზოგადად სმარტფონი ჯდება, ენერგიის დაზოგვის რეჟიმი ავტომატურად ჩაირთვება.

ამ პროცესის მიმდინარეობისას აპლიკაციებში არ მოხდება განახლება. როდესაც ეკრანი გამორთულია, ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სერვისები მუშაობას აგრძელებს ისევე, როგორც პროგრამები ფონურ რეჟიმში.
უამრავ მომხმარებელთან ენერგიის დაზოგვის რეჟიმი ამჟამად ირთვება 15% ან ნაკლები დონის შემთხვევაში. ამჯერად კი მექანიზმ „რუტინას“ გამოყენებით შესაძლებელია სმარტფონის მუშაობისათვის დამატებითი დროის მიღება ენერგიის დაზოგვის რეჟიმის ჩართვამდე.