Hi-Techახალი ამბებიბიზნესიმსოფლიო

ამერიკული ტურისტული კომპანია ააგებს ელექტრო ნავებს ნიაგარას ჩანჩქერზე ექსკურსიებისათვის

ტურისტულმა კომპანია Maid of the Mist-მა შექმნა მთლიანად ელექტრო ხომალდი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ტურისტების გადაყვანა ნიაგარას ჩანჩქერთან თანაც ნულოვანი მავნე გამონაბოლქვით.

კატამარანის ტიპის ხომალდი იწყობა Maid of the Mist-ის ქარხანაში, ვირჯინიის შტატში. თუკი კომპანია შეძლებს გეგმის წარმატებით განხორციელებას, მისი ხომალდები იქნება აშშ-ში აწყობილი პირველი მთლიანად ელექტრო გემები.

ხომალდებში გამოყენებული იქნება ლითიუმ-იონური აკუმულატორები სწრაფი დატენვის ტექნოლოგიით. ბატარეის 80%-მდე დატენვისათვის საკმარისი იქნება მხოლოდ შვიდი წუთი – ამტკიცებს კომპანია.

გემები იგება მოდულების სახით, რომლებსაც ნიაგარას ჩანჩქერის აკვატორიაში თვის ბოლოს გადაიტანენ საბოლოო აწყობისათვის. დაგეგმილია, რომ მათი გამოყენება დაიწყება სექტემბრიდან და ისინი ჩაანაცვლებენ ორ მოძველებულ გემს, რომლებიც აიგო 1990 და 1997 წლებში.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button