Hi-Techახალი ამბებიტექნოლოგია

სითბური ფარი „Mars-2020” მზად არის წითელი პლანეტის ატმოსფეროსთან შესახვედრად

კოსმოსური სააგენტო NASA აქტიურად ემზადება მისია “Mars-2020”-სათვის. დაგეგმილია, რომ 2021 წლის თებერვალში კოსმოსური აპარატი მიაღწევს წითელ პლანეტას და გადავა შემდგომ, უფრო სახიფათო ფაზაში – „შეჯახება“ ატმოსფეროსთან. ეს ყველაფერი განხორციელდება 19 300 კმ/სთ. სიჩქარით, ამიტომაც გავარვარებული ჰაერისაგან მარსმავალის დაცვისათვის საჭირო იქნება სპეციალური ფარი. იგი უკვე დამზადდა კომპანია Lockheed Martin-ის მიერ და წარმატებით გაიარა შესამოწმებელი გამოცდები.

აბლაციური ფარის სიგანე 4,5 მეტრს შეადგენს, ამიტომ მარსზე დაშვება ურთულესი ამოცანა იქნება. მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად NASA-ს და Lockheed Martin-ს მოუწიათ ჩაეტარებინათ მთელი რიგი გულმოდგინე შემოწმებები, რათა დარწმუნებულიყვნენ, რამდენად შეძლებდა ფარი გამკლავებოდა თერმულ და თერმომექანიკურ დატვირთვას.

image.jpeg

საიმედოობის შესაფასებლად გამოყენებულ იქნა ვაკუუმის ტუმბოები, რომლებიც ახდენდნენ 63 500 კგ. დატვირთვის მოდელირებას. ამასთან, მკვლევარები აკონტროლებდნენ ფარის მდგომარეობას ციფრული გამოსახულების კორელაციის ტექნოლოგიით. ამისათვის ფარის ზედაპირზე მიმაგრებული იყო სპეციალური ფირფიტა, რომელზე დატოვებული კვალითაც იქმნებოდა დატვირთვისგან მიღებული დეფორმაციების სამგანზომილებიანი რუკა. ამგვარი მიდგომით შესაძლებელი გახდა თვალ-ყური ედევნებინათ ფარის მთლიანი ზედაპირისათვის და არა მხოლოდ მისი ცალკეული მონაკვეთებისათვის.  

„წარსულში ჩვენ უკვე გამოვიყენეთ ფოტოგრამმეტრიის ეს მეთოდი გამოსაცდელ ნაკეთობებზე, თუმცა ეს პირველი წარმატებული რეალიზაციაა ოფიციალურ აღჭურვილობაზე. ეს ტექნოლოგია საშუალებას მოგვცემს ტესტირების მსვლელობისას დავიცვათ აღჭურვილობა და რაც მთავარია – მოგვაწვდის მონაცემებს ჩვენი პროექტირების ინსტრუმენტებისა და ანალიზის გასაუმჯობესებლად“ – აცხადებს NASA-ს საავიაციო-კოსმოსური ინჟინერი. 

ინჟინრები და მკვლევარები პირდაპირი მნიშვნელობით თითოეულ ჭანჭიკს ამოწმებენ, რადგანაც აპარატს მოუწევს კოსმოსური „საშინელების შვიდი წუთის“ გადატანა. 

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close