![გალაკტიონ ტაბიძე პირველი ფოთლით იმოსება ტყე ..](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2023/11/გალაკტიონ-ტაბიძე-პირველი-ფოთლით-იმოსება-ტყე-...jpg?fit=640%2C360&ssl=1)
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე პირველი ფოთლით იმოსება ტყე ..
პირველი ფოთლით იმოსება ტყე
და სტირის ვაზი… სტირის ბალახი,
ისმის ყვავილის ოხვრა ათასი
და სხივ-მოსილი გაზაფხულის დღე.
წარსულზე კი არ აფრქვევს ცრემლს ვარდი,
და მოლივლივე სუნთქვა ზეფირის,
არა, აწმყოზე ოცნებობს ველი
და არე-მარეც აწმყოზე სტირის!