Hi-Techტექნოლოგიახელოვნური ინტელექტი

სპეციალური ფერადი ფირფიტები ადამიანებს ხელოვნური ინტელექტისგან უხილავს ხდის

ბევრი ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევით იქმნება მოქალაქეების იდენტიფიკაციისა და თვალთვალის სისტემა, რაც დიდი ალბათობით უახლოეს მომავალში წერტილს დაუსვამს საზოგადოებრივ ანონიმურობას. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მოიძებნება ხალხი, ვინც ეძებს საშუალებებს – გვერდი აუაროს სისტემას, ტოტალურ კონტროლს. 

ბელგიელმა ინჟინრებმა გასულ კვირას გამოქვეყნეს სტატია, სადაც აღწერილი იყო, თუ როგორ არის შესაძლებელი გამოსახულების იდენტიფიკაციისთვის განკუთვნილი ხელოვნური ინტელექტის სისტემის მოტყუება უბრალო დაბეჭდილი შაბლონების მეშვეობით. 

მაგალითად, საკმარისია ადამიანმა კისერზე ჩამოიკიდოს სპეციალური ნაბეჭდი ფერადი ფირფიტა და იგი ხელოვნური ინტელექტისათვის უხილავი გახდება. 

ეს ფაქტი შესაძლოა უცნაურად ჩანდეს, თუმცა რეალურად საუბარი ეხება ხელოვნური ინტელექტის სამყაროსთვის დამახასიათებელ საკმაოდ ცნობილ მოვლენას. ამგვარ შაბლონებს უწოდებენ „მოწინააღმდეგე ნიმუშებს“, ისინი იყენებენ, სარგებლობენ კომპიუტერული ხედვის ნაკლოვანებებით. შედეგად კი მიიღწევა ვიზუალური ტყუილი და ხელოვნური ინტელექტი ხედავს იმას, რაც არ არის. 

image.jpeg

უამრავი მკვლევარი იძლევა გაფრთხილებას ამგვარი მოწინააღმდეგე ნიმუშების გამოყენებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ასეთი სახით შესაძლებელია შეცდომაში შევიდეს უპილოტო ავტომობილი, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი საგზაო ნიშანი უბრალო განათების ბოძად აღიქვას. 

Source
overclockers.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button