ცნობილი ადამიანებიცხოვრების სტილი

ცნობილი ადამიანები და მათი დაავადებები

ცნობილი ადამიანების ცხოვრება ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებისგან ძალიან განსხვავდება, უფრო მკაცრი და ნათელია, ამავდროულად საპასუხისმგებლო. მიუხედავად ცნობადობისა, ზოგ მსახიობს, მომღერალს, საზოგადო მოღვაწეს უხდება რთული ცხოვრების გავლა ჯანმრთელობის პრობლემების გამო.

წარმოგიდგენთ 10 ადამიანს, რომლებმაც სახელი და წარმატება მოიპოვეს თავიანთი მძიმე დაავადებების მიუხედავად:

#1 ლეიდი გაგა – 2017 წელს ლეიდი გაგამ განაცხადა, რომ მას სჭირს ფიბრომიალგია (დაავადება, რომელსაც მთელი სხეულის კუნთების ტკივილი ახასიათებს. ტკივილს თან ახლავს სისუსტე, ძილის, მეხსიერებისა და გუნება-განწყობის გაუარესება. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ფიბრომიალგიის დროს გაძლიერებულია ტკივილის შეგრძნება, რაც თავის ტვინში ტკივილის სიგნალების აღქმის დარღვევასთან არის დაკავშირებული).  დაავადება მომღერალს 2013 წლიდან აწუხებს. მიზეზი, თუ რას შეეძლო გამოეწვია, მან არ იცის.

#2 მერლინ მონრო – მის გარშემო ყოველთვის იყო სხვადასხვა სპეკულაციები. მაგალითად, ზოგიერთი “თანამედროვენი” აცხადებდნენ, რომ მისი საოცარი ცეკვა ფეხის თანდაყოლილი დეფექტით იყო გამოწყეული, ერთი ფეხი უფრო მოკლე ჰქონდა, ვიდრე მეორე. ზოგნი აცხადებდნენ, რომ მსახიობის ერთი ფეხსაცმელი უფრო მოკლე და მძიმე იყო, რათა ნაბიჯები გლუვი და სექსუალური გამოჩენილიყო. მონრომ განაცხადა, რომ მას ჰქონდა ბიპოლარული აშლილობა (დაავადება, რომელიც იწვევს განწყობის ექსტრემალურ ცვალებადობას. გამოხატულია ემოციური მანიაკალური ან ჰიპომანიაკალური ეპიზოდებითა და დეპრესიით. დეპრესიის დროს, ადამიანი უიმედობის განცდითაა შეპყრობილი და ვერ იღებს სიამოვნებას ცხოვრებისეული აქტივობებისაგან. როცა განწყობა პირიქით, ამაღლებულია, ადამიანი ეიფორიასა და ენერგიის მოზღვავებას განიცდის. განწყობის ცვლილებები ბიპოლაური აშლილობის დროს შესაძლოა წელიწადში რამდენჯერმე ან ძალიან ხშირად, კვირაში რამდენჯერმეც კი მოხდეს).

#3 კიმ კარდაშიანი – მსახიობი და მოდელი, რომელიც მილიონობით დოლარს ხარჯავს ძვირფასი საჩუქრების საყიდლად, 2017 წლის შობას განაცხადა, რომ ყველაზე კარგი საჩუქარი მიიღო, დაავადებისგან განიკურნა. მან დაამარცხა
ფსორიაზი (კანის ერთ-ერთი გავრცელებული ქრონიკული დაავადება. მას თან სდევს კანის აქერცვლა და ანთებითი ცვლილებები. დაავადება მოიცავს თითქმის მთელ სხეულს, ამავდროულად, ის გადამდები არაა. ფსორიაზის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. ამის გამო, შეუძლებელია ამ დაავადების სრულად განკურნება). კიმი მრავალი წლის განმავლობაში იცავდა სპეციალურ დიეტას, იტარებდა პროცედურებს, სტრესულ პერიოდში კი ინექციების მთელი კურსი სჭირდებოდა. შედეგად, მისი დაავადება თითქმის გაქრა.

#4 ნორმან რიდუსი – ტერესერიალ The Walking Dead_ის ვარსკვლავს კიბერნებიკული ორგანიზმი აქვს. 2005 წლის საავტომობილო ავარიის შემდეგ, მსახიობმა დაკარგა მარცხენა თვალი, დაიმსხვრა ძვლები სახის მარცხენა მხარეს. მას ჩაუტარეს ოპერაცია, მარცხენა თვალი ტიტანის ფირფიტით შეცვალეს, რის შედეგადაც ბიოლოგიური უჯრედების ელექტრონულად კონტროლია შესაძლებელი.

#5 ბელა ჰადიდი – 2015 წელს აღმოაჩნდა ლაიმის დაავადება (ზოონოზური ინფექციაა, რომელსაც Borrelia გვარის წარმომადგენელი სპიროქეტა იწვევს. იგი ადამიანებში ტკიპის საშუალებით ვრცელდება. ზოონოზური დაავადებები, როგორც წესი, ხერხემლიანებსა და ადამიანებს შორის გადაეცემა. ცხოველებიBorrelia-ს პირველადი რეზერვუარები არიან. ტკიპა დაინფიცირებული ცხოველის სისხლის მიღებით ინფიცირდება. ყველაზე ხშირად, თავდაპირველად, კანის დაზიანებით ვლინდება, რომელიც მიგრატორული ერითემის სახელით არის ცნობილი. მოგვიანებითი გამოვლინებები შეიძლება ართრიტს, ცნს-ის ან გულის დაზიანებას მოიცავდეს). დაავადების გამო მოდელს ბევრჯერ გადაუდია გადაღებები.

#6 ლილ ვეინი – მიუხედავად ეპილეპსიის დაავადებისა (ცენტრალური ნერვული სისტემის (ნევროლოგიური) დაავადება, როცა დარღვეულია თავის ტვინში ნერვული უჯრედების აქტივობა, რაც იწვევს გულყრას. გულყრის დროს ადამიანს შეცვლილი აქვს ქცევა, განიცდის უჩვეულო სიმპტომებს და შეგრძნებებს გონების დაკარგვის ჩათვლით. ეს ეპიზოდური შეტევა შესაძლოა იყოს ხანმოკლე (რამდენიმე წამი, წუთი) ან ხანგრძლივი (ძირითადად კრუნჩხვითი გულყრა), რეპერმა დიდ წარმატებას მიაღზია. მან ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ დედა, დაავადებასთან ბრძოლას ასწავლიდა.

#7 სელენა გომეზი – 2017 წელს ლუპუსის (იგივე წითელი მგლურა. კანისა და ლორწოვანი გარსების ავტოიმუნური, ქრონიკულად მიმდინარე დაავადება) დიაგნოზი დაუსვეს. მომღერალს რეგულარულად პანიკის შეტევები აწუხებს, რის გამოც ბევრჯერ გაუუქმებია ტურები და სხვადასხვა შოუში გამოსვლები. მკურნალობა კარგად მიმდინარეობდა, მაგრა გარკვეული პერიოდის შემდეგ საჭირო გახდა თირკმლის გადანერგვა. 2017 წელს სელენას მეგობარმა ფრენცი რეისმა თავისი თირკმელი გადასცა.

#8 სია – მისი ცხოვრება მუდმივი ბრძოლაა. ლონდონში გადასვლის შემდეგ მისმა მუსიკალურმა კარიერამ დაღმასვლა განიცადა. შეყვარებულთან ერთად მოყვა ავარიაში, მიეძალა ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს. ამავდროულად მას აქვს გრეივსის დაავადება (იმუნური სისტემის დაღღვევა, რომლის მახასიათებელი ნიშანი ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონების გადაჭარბებული რაოდენობით გამოყოფაა (ჰიპერთიროიდიზმი). გრეივსის დაავადების განვითარება იწყება მაშინ, როცა ორგანიზმში შეჭრილ უცხო სხეულებთან მებრძოლი იმუნური სისტემის ფუნქცია ნორმაზე მეტად აქტიურდება. ამ პროცესის განვითარების ზუსტი მიზეზი დაუდგენელია).

#9 ჯიჯი ჰადიდი – ჰაშიმოტოს დაავადებას განიცდის (ჰაშიმოტოს დაავადებას აგრეთვე ეძახიან ქრონიკულ ლიმფოციტურ თიროიდიტს, იმუნური სისტემა უტევს ფარისებრ ჯირკვალს, რომელიც მდებარეობს ყელის არეში ადამის ჯირკვლის ქვეშ. ფარისებრი ჯირკვალი ენდოკრინული სისტემის ნაწილია და წარმოქმნის ჰორმონებს, რომლებიც არეგულირებენ ორგანიზმის ბევრ ფუნქციას).  დაავადების გამო მოდელი ხშირად კარგავდა წონას, რასაც მედიის წარმომადგენლები თუ სხვა ადამიანები ანორექსიას ან ნარკოტიკზე დამოკიდებულებას აბრალებდნენ. ამის საპასუხოდ მოდელი სოციალურ ქსელში წერდა: “ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვიღებ მედიკამენტებს. ფიზიკური დაღლილობის, იმის გამო რომ ჩემს სხეულს სითბოს შენარჩუნების უნარი დაქვეითებული აქვს, არ შემიძლია მაინც არ გამოვიყურებოდე კარგად და არ გავამართლო თქვენი “სილამაზის” მოლოდინი”.

#10 ჯერარდ ბატლერი – 10 წლის ასაკში მსახიობს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, რათა არ გართულებულიყო ინფექციური დაავადება. შედეგად მას მარჯვენა ყურში ნაწილობრივ დაუქვეითდა სმენა და განიცდის ხმაურის შეგრძნებას ორივე ყურში. ჯერარდი აცხადებს, რომ მას მადლობის გადახდა თავისი ცნობილი ღიმილით შეეძლო, რომელიც მისი მსახიობური ნიშანია.

ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close