ბუნება & სამყაროკარგი ამბებისაზოგადოება

საფილტრო სისტემა, რომელიც გარემოს დაბინძურებისგან იხსნის

გასულ ზაფხულს, ავსტრალიის ქალაქ კვინანასგან, ჰენლიის სარეზერვო სისტემაში ახალი ფილტრაციის სისტემა დამონტაჟდა. ეს არის ძალიან მარტივი კონსტრუქცია, თუმცა ის გარემოს დაცვისთვის ძალიან საჭირო რამ არის, სისტემა ოკეანეს დაბინძურებისგან იხსნის.

ინოვაციური საფილტრო სისტემა შედგება ბადისგან, რომელიც მაგრდება სადრენაჟო მილზე. მილებით სანიაღვრე წყალი საცხოვრებელი არეალიდან მიემართება ოკეანისკენ. ფილტრის საშუალებით კი ნარჩენები, რომლებიც ოკეანეს აბინძურებს, ბადეში გროვდება.

თავიდან ჯერ მხოლოდ ორი საფილტრო სისტემა დაამონტაჟეს. შედეგმა კი მოლოდინს გადააჭარბა. რამდენიმე კვირის განმავლობაში მხოლოდ ამ ორ ბადეში 370კგ ნაგავი დაგროვდა.

დღესდღეობით ახალი საფილტრო სისტემა დამონტაჟებულია ქალაქების მასშტაბით. ბადის წარმოებისა და დამონტაჟების ღირებულება შეადგენს 10,000$.

ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close