ქართული გვარები

ბეგიაშვილი (ქართული გვარ – სახელები)

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბეგია.

ბეგიაშვილები, ისტორიული წყაროების მიხედვით, თავდაპირველად ტბისში ცხოვრობდნენ. იქ ისინი აზნაურებად მოიხსენიებიან. 1843 წელს ერთი ოჯახი სოფელ დიდ ენაგეთში გადასულა, ხოლო მოგვიანებით სოფელ ბოგვსა და ვარცხისში დასახლებულა.

გიორგი და იასე ბეგიაშვილები მოიხსენიებიან გიორგი მეცამეტის მიერ 1773 წელს იასე ბეგიაშვილისთვის მიცემულ მამულის წყალობის წიგნში.

საქართველოში 2 341 ბეგიაშვილი ცხოვრობს: თბილისში 765, სიღნაღში – 609, გორში – 187.

არიან სხვაგნაც

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

წყარო

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button