ახალი ამბებირობოტებიტექნოლოგია

საფრანგეთის აეროპორტში ამუშავდა Stanley Robotics-ის პირველი პარკინგ-რობოტი Stan

მათთვის, ვისაც ურჩევნია აეროპორტამდე საკუთარი ავტომანქანით მივიდეს, კომპანია Stanley Robotics-მა შექმნა პარკინგ-რობოტი, რომელიც მანქანას გადაიყვანს და დააყენებს სპეციალურ დახურულ საპარკინგე მოედანზე.

ამისათვის აუცილებელია მომხმარებელმა მანქანა დააყენოს კომპანიის რომელიმე ავტოფარეხში, დაადასტუროს ჯავშანი ტერმინალში და ამის შემდეგ უკვე შეუძლია თავისი საქმეები განაგრძოს. დაბრუნებისას კი რობოტი წამოიყვანს ავტომობილს და მიუყვანს მფლობელს.

პარკირების სივრცე, სადაც რობოტი ახდენს ავტომობილის ტრანსპორტირებას, დახურულია სამოძრაოდ – ამ ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება მხოლოდ რობოტ Stan-ს აქვს. ამიტომ, მინიმუმამდეა შემცირებული მანქანების დაზიანების შემთხვევები, რასაც უყურადღებო მძღოლების ქმედებები იწვევს.

რობოტი, სახელად Stan, სატესტო რეჟიმში მუშაობს ამჟამად საფრანგეთის აეროპორტ Lyon-Saint Exupery-ში. თუკი რობოტის საქმიანობა წარმატებულად ჩაითვლება, მსგავსი მოწყობილობები სხვა ტერმინალებშიც გამოჩნდება.

Stan-ის ფუნქციონირება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: 

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close