ახალი ამბებიმეცნიერება

ისტორიაში პირველად შეიქმნა გენმოდიფიცირებული რეპტილია

CRISP-ის გენომის რედაქტირების ტექნოლოგიის შესახებ სიახლეები რეგულარულად ხდება ცნობილი. სულ მცირეოდენი ხნის წინ მეცნიერებმა ინსტრუმენტი გამოიყენეს ერთ უჯრედში 13 ათასი ცვლილების შესატანად, ამჯერად კი იგი პირველად იქნა გამოყენებული რეპტილიის გენის რედაქტირებისთვის. პირველი გენეტიკურად მოდიფიცირებული რეპტილიები გახლავთ ყავისფერი Anolis sagrei ჯიშის წარმომადგენლები – გენების შეცვლის შემდეგ მათ ბაცი ვარდისფერი-მოთეთრო შეფერილობა მიიღეს და გახდნენ ალბინოსები.

რეპტილიებში CRISP-მეთოდის გამოყენებისას გარკვეული პრობლემები შეიქმნა – გართულებები დაკავშირებული იყო მათი ორგანიზმის განსაკუთრებულობასთან. როგორც წესი, გენეტიკური კონსტრუქციის ჩანერგვა ხორციელდება პრაქტიკულად კვერცხუჯრედის განაყოფიერების შემდეგვე უმცირეს დროში, რის შემდეგაც ცვლილებები სხვა უჯრედებსაც შეეხება. სამწუხაროდ, ამგვარი ჩვეულებრივი მეთოდის გამოყენება რეპტილიების შემთხვევაში შეუძლებელი აღმოჩნდა. ინექციის შეყვანისას იყო ალბათობა, რომ ემბრიონი დაზიანდებოდა.

image.jpeg

ფოტოზე ხედავთ ჩვეულებრივ Anolis sagrei ხვლიკსა და მის გენმოდიფიცირებულ ვარიანტს 

მკვლევარებმა გამოსავალი იპოვეს – მათ ინექცია შეიყვანეს გაუნაყოფიერებელ კვერცხუჯრედშივე. გენური რედაქტირება განიცადა ფერმენტმა ტიროზინაზმა (Tyrosinase – აკონტროლებს მელანინის გამომუშავებას) – მისი დეაქტივაციისას ცოცხალ ორგანიზმებში ალბინოსობა ჩნდება. საერთო ჯამში მეცნიერებმა ინექციები შეიყვანეს 146 კვერცხში, შედეგად კი შეძლეს მიეღოთ მხოლოდ ოთხი თეთრ-ვარდისფერი ხვლიკი. 

ახალი მეთოდის საფუძველზე ჩნდება მოლოდინი, რომ მომავალში მკვლევარები შეძლებენ სხვა რეპტილიებშიც განახორციელონ გენების მოდიფიცირება. რა განსაკუთრებულობასა და მახასიათებლებს შეიძენენ სამომავლო არსებები ჯერჯერობით უცნობია. 

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close