დანაშაული

ბარბექიუსგან გამოწვეული ხანძარი და 13 მილიონი ევრო

იტალიის რეგიონ კომოში ტყის ხანძრის ბრალდებით ორი, უნივერსიტეტის მოსწავლე 22 წლის ახალგაზრდა ბიჭები დააკავეს, რომლებიც 13,5 მილიონი ევროთი დააჯარიმეს.

მთაზე არსებულ ტყის სახლში, რომელიც ერთ–ერთი მათგანის ბაბუას ეკუთვნოდა, გასული წლის 30 დეკემბერს ბარბექიუსგან გამოწვეული ხანძრით ერთხელ უკვე იყო დაჯარიმებული.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახლავთ ბარბექიუსთვის განკუთვნილი ნაკვერჩხალი, რომელიც აალდა და ტყის მშრალ ადგილას გადავარდა. მათ დაუყონებლივ გააფრთხილეს სახანძროს თანამშრომლები, რათა მალევე მოეხდინათ რეაგირება და რაზალიც ნაკლები ყოფილიყო.

უზარმაზარი ზარალი, რომელიც ტყეს ორმა ბიჭმა მიაყენა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დაანგარიშებულ იქნა და ჯამში 13 მილიონი ევრო შეადგინა.

ერთ–ერთმა მათგანმა იტალიის მედიას განუცხადა: “ჩვენ ამ ხანძარში განტევების ვაცნი ვართ, რომელსაც ახსნას ვერ ვუძებნი. ჩვენ ამ ამბავის ნამდვილი მსხვერპლნი ვართ”. იტალიური გამომცემლობის “La Stampa” ინტერვიუში სახალხოდ ბოდიში მოიხადეს და განაცხადეს, რომ ძალიან წუხდნენ მომხდარი ფაქტით.

ახალგაზრდა ბიჭებმა და მათმა მშობლებმა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა აიღეს.

ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close