Hi-Techახალი ამბებიტექნოლოგია

Samsung-ის ახალი ფლაგმანი იქნება Galaxy Note 10 Pro

სულ ახლახანს გამოსული ფლაგმანური Galaxy S10 სმარტფონები ფაქტობრივად უკვე ძველ ამბად ითვლება. საინტერესოა, რას შემოგვთავაზებს Samsung-ი შემდეგში, პირველ რიგში კი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სამომავლო მაღალფასიანი სეგმენტის მოწყობილობები. მიმდინარე წლის მეორე ნახევრისთვის მოსალოდნელია Galaxy Note 10 სმარტფონების სერიის გამოსვლა. როგორც წესი, წინასწარი ინფორმაციის გაჟონვა ხდება ხოლმე ანონსსა და გაყიდვამდე რამოდენიმე თვით ადრე. უმეტეს შემთხვევებში ადრეული ინფორმაციის წყაროა Twitter-ის მომხმარებელი, მეტსახელად Ice Universe.

ჩვეულებრივი Galaxy Note 10 მოდელების გარდა წელს წარმოდგენილი იქნება უფრო ძვირადღირებული სმარტფონი Galaxy Note 10 Pro. ასევე, Galaxy Note სერია გაფართოვდება არაერთი ახალი მოწყობილობით.

პრეფიქსი „Pro” სმარტფონებში როგორც წესი აღნიშნავს საუკეთესოთა შორის საუკეთესოს. თუმცა Galaxy Note სერიის ყველა მოწყობილობა ისედაც ძალიან კარგია. როგორც ჩანს, მომავალ სერიაში წარმოდგენილი იქნება კიდევ უფრო კარგი მოდელები. ცნობები ვრცელდება Galaxy Note 10e მოდელზეც – ეს იქნება უფრო კომპაქტური ვარიანტი და იგი Galaxy Note 10 სერიის სხვა სმარტფონებზე იაფი ეღირება.

image.jpeg


ამგვარად, ამჟამად არსებული ცნობების მიხედვით გამოვა სამი სმარტფონი: Note 10e, Note 10 და Note 10 Pro. Galaxy S 10 სერიაშიც სამი სმარტფონია შესული, თუმცა უფროსი მოდელის სახელში ფიგურირებს Plus – Pro-ს ნაცვლად.  
საჭიროა ყურადღების გამახვილება 5G ქსელის მხარდაჭერის არსებობა/არარსებობის საკითხზეც. შესაძლოა Galaxy Note 10 Pro-ს ჰქონდეს 5G მხარდაჭერა და საჭირო არ გახდეს სერიაში მეოთხე სმარტფონის გამოშვება. 
 

წინასწარი ინფორმაციით, კომპაქტური მოდელის ეკრანი 6,28 დუიმიანი იქნება, მისი მომდევნო სმარტფონებისა კი – 6,4 და 6,75. Pro ვერსიის მეხსიერების მოცულობა 12/512 გიგაბაიტი იქნება, დანარჩენი ორის – 8 და 10 გიგაბაიტი (არაოფიციალური ცნობები). 

რა საკვირველია, განსხვავებული იქნება კამერებიც, თუმცა ყველაზე იაფ სმარტფონსაც კი სამი ძირითადი კამერა ექნება, Pro მოდელს კი – სავარაუდოდ ოთხი. ფასის მხრივ კი სამომავლო სმარტფონები Galaxy S მოდელებზე გაცილებით ძვირადღირებული იქნება. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button