ავტომობილიახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bitcoin-მა Tesla-ს მოუტანა უფრო მეტი მოგება, ვიდრე ელექტრომობილებმა გასულ წელს

იანვარში Bitcoin-ში ჩადებული ინვესტიციიდან Tesla-მ უკვე მიიღო იმაზე მეტი მოგება, ვიდრე მთელი გასული წლის ელექტრომობილების რეალიზაციის შედეგად: კრიპტოვალუტის ღირებულებამ 57 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კომპანიას ამჟამად აქვს იმდენივე Bitcoin-ი, რაც 31 იანვარს ჰქონდა, კრიპტოვალუტის კურსის ზრდის შედეგად Tesla-მ უკვე მიიღო დაახლოებით 930 მილიონი აშშ დოლარი მოგება, რაც აღემატება მის 2020 წლის მოგებას – 721 მლნ აშშ დოლარს.

მიმდინარე თვეში Tesla-მ განაცხადა, რომ იანვარში მოახდინა 1.5 მლრდ აშშ დოლარის ინვესტირება Bitcoin-ში, თუმცა არ უთქვამს რამდენი Bitcoin-ი შეიძინა და აგრძელებს თუ არა მათ შენახვას. ნებისმიერ შემთხვევაში, Tesla კრიპტოვალუტას განიხილავს, როგორც არამატერიალურ აქტივს განუსაზღვრელი ვადით. ამავე დროს, Bitcoin-ის კურსისგან მიღებულ მოგებას კომპანია გაამხელს მხოლოდ კრიპტოვალუტის რეზერვების გაყიდვის შემთხვევაში. 

აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილების გაყიდვა გასულ წელს ფორმალურად არ იყო Tesla-ს შემოსავლის ძირითადი წყარო. კომპანიას გაცილებით ნაკლები მოგება ექნებოდა, სხვა კომპანიებზე ასობით მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ეკოლოგიური კვოტები რომ არ გაეყიდა ყოველ კვარტალში. ამოწურვად საწვავზე მომუშავე ავტომობილების მწარმოებელი კომპანიები ყიდულობენ ასეთ კვოტებს, რათა მიაღწიონ ხელისუფლების მიერ დადგენილ ნორმატიულ მაჩვენებლებს გამონაბოლქვთან დაკავშირებით. 

image.jpeg

გასულ კვირაში ილონ მასკმა განაცხადა: „ცოტა Bitcoin-ის ფლობა, რომელიც ლიკვიდურობის ნაკლებად სულელური ფორმაა, ვიდრე ნაღდი ფული – საკმაოდ თამამი ნაბიჯია S&P 500 სიაში არსებული კომპანიისთვის. გასაგები რომ იყოს: მე არ ვარ ინვესტორი, მე ინჟინერი ვარ. მე არ ვფლობ არანაირ საჯარო აქციებს Tesla-ს აქციების გარდა. თუმცა, როდესაც ფიატურ ვალუტას აქვს უარყოფითი პროცენტი, მხოლოდ სულელი არ დაიწყებს ძებნას სხვაგან. Bitcoin-ი თითქმის იგივე სისულელეა, რაც ფიატური ფული. აქ საკვანძო სიტყვაა – „თითქმის“. 

Bitcoin-ი შეძენა 1.5 მილიარდ აშშ დოლარად ისეთი მსხვილი კომპანიის მიერ, როგორიცაა თავად Tesla, გახდა კრიპტოვალუტისადმი ნდობის ზრდისა და, შესაბამისად, მისი ფასის რეკორდული მაჩვენებლის დაფიქსირების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. მასკის მიერ Dogecoin-ის Twitter-ზე მოხსენიებამ ამ კრიპტოვალუტის ფასის ზრდაზეც იქონია გავლენა. 

image.jpeg

Tesla მეორე საჯარო კომპანიაა პორტფელში არსებული Bitcoin-ების მოცულობის მიხედვით. ლიდერად რჩება MicroStrategy, რომელმაც 71 079 BTC შეიძინა. ამ კრიპტოვალუტის უმსხვილეს მფლობელებს შორისაა ფონდი Grayscale Bitcoin Trust – მის აქტივებში 649 130 Bitcoin-ია.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button