პაკისტანის საშიში მტერია ქალი, რომელიც მამაკაცი არ არის!
“დრო გადის და არაფერი იცვლება. ისევ უმცირესობაში ვართ ქალები. ჩვენი მთავრობა ამბობს, რომ ქალები ყველაზე საშიში მტრები არიან ქვეყნისთვის , რადგან ჩვენ არ ვართ მამაკაცები” – განაცხადეს კარაჩიში, მარტის თვეში, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფემინისტურ აქციაში მყოფმა ქალბატონებმა. აქცია იყო ყოვლისმომცველი, მშვიდობიანი და ნაყოფიერი. ისინი აპროტესტებდნენ ძალადობრივ ფაქტებს და ხალხს თავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ.
აქციის წარმომადგენლებს ეცვათ თანამედროვე ევროპული ტანისამოსი, ზოგს კი ტრადიციული. უმრავლესობას თავზე მხოლოდ შარფები ეკეთათ, ზოგსაც ჩადრები. აქციაზე იმყოფებოდნენ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ქალები, პედაგოგები, ტრანსგენდერები და მამრობითი სქესის მოკავშირეები.
აქტივისტები და მოხალისეები გამოსულები იყვნენ დაბალშემოსავლიანი უბნებიდან. მათ სხვადასხვა უბნებსა და სოფლებში გამოაკრეს ნახატები და პლაკატები, რომლებზეც გამოხატული იყო იმედგაცრუება, გამბედაობა, რისხვა და იმედი ნათელი მომავლისა. 9 მარტს, დაახლოებით 6000_მა აქციის მონაწილემ გაიარა კარაჩი, კიდევ 3000_მა ლაჰორე. მცირე ჯგუფები დადიოდნენ შემდეგ ქალაქებში: პეშავერი, კვეტა, ჰაიდარაბადი, ფაისალაბადი და ჩითრალი.
მაგრამ ამ ყველაფერმა უარყოფითი შედეგი მალე გამოიღო, რომელიც დღითიდღე გრძელდება ძალადობრივი მუქარის სახით. ახალგაზრდა მამაკაცების ანონიმური ჯგუფი სოციალური ქსელის Instagram_ის მეშვეობით ეძებდნენ აქციის დროს მონაწილე ქალთა ფოტოებს. მონაწილეთა ნახევარი გააუპატიურეს, ზოგიც კი მოკლეს.
მუსლიმანური სამყაროს სასულიერო პირებმა ტელევიზიით განაცხადეს, მარტის სლოგანი – “ჩემი სხეული, ჩემი არჩევანი” ამხნევებდა ქალბატონებს და მოუწოდებდა , რომ ხელი შეეშალათ მამაკაცების მიერ გაუპატიურების ფაქტებს.
მარტის ფაქტიდან ორი კვირის შემდეგ, Khyber Pakhtunkhwa_ს ასამბლიის მიერ შემუშავებულ იქნა ქალთა კანონმდებლობა, სადაც დაგმობილ იქნა მარტის “სამარცხვინო” და “უხამსი” ინციდენტი. რეზოლუცია ერთხმად იქნა მიღებული.
რეზოლუციის შემდეგ მდგომარეობა დიდად არც შეცვლილა. ამ თვეში ერთმა კაცმა თავის ცოლს ენა ამოაჭრა; ერთიც ადამიანის გატაცების გამო დაიჭირეს, რომელმაც საკუთარი 14 წლის დისშვილი გაიტაცა და კარაჩში გაყიდა. ასეთი საშინელებები ხდება პაკისტანში, მაგრამ ადრინდელთან შედარებით, ახლა ყველაფერი საჯაროდ გამოაქვთ და ღიად საუბრობენ ამ თემებზე. სოციალური მედია სიძლიერისკენ მოუწოდებს შეშინებულ ქალებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ცვლილება შეუძლებელია.