Fundstrat Global Advisors-ის დამფუძნებელი Thomas Lee: Bitcoin-ი დაუბრუნდა ხარულ ტრენდს
Bloomberg-თან ინტერვიუში Fundstrat Global Advisors-ის დამფუძნებელმა Thomas Lee-მ განაცხადა, რომ Bitcoin-ი დაუბრუნდა ხარულ ტრენდს.
ინტერვიუს მსვლელობისას Lee-მ აღნიშნა, რომ Bitcoin-ის კრიტიკოსები კრიპტოვალუტას მკვდრად თვლიდნენ, რადგანაც მან დაკარგა თავისი ღირებულების 90%. თუმცა ამჟამად მან გადალახა 200-დღიანი ცვლადი შუალედი (Moving Average – MA), ამიტომ Lee თვლის, რომ განწყობა უნდა შეიცვალოს, BTC დღესდღეობით ხარულ მარკეტზეა. Lee-მ განაცხადა, რომ Bitcoin-ისთვის „ზურგის ქარი“ მიმდინარე წელს ჩამოყალიბდა, რადგანაც დოლარი არ გამყარდა და ჩინეთში კი იზრდება სააქციო კაპიტალის მულტიპლიკატორი.
Lee-მ ასევე აღნიშნა, რომ არსებობს მტკიცებულება – ე.წ. „ვეშაპებმა“ – ინვესტორებმა, რომლებიც დიდი ოდენობით კრიპტოვალუტებს ფლობენ, კვლავ დაიწყეს კიდევ უფრო მეტი კრიპტოს დაგროვება.
როგორც Cointelegraph იტყობინებოდა, Thomas Lee-მ ადრევე განუცხადა CNBC-ს, რომ მისი აზრით ხარული ნიშანი შესაძლოა დაბრუნებულიყო მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში და აღნიშნა, რომ ინდიკატორი, რომელზეც თვალყურის დევნებაა საჭირო – ეს არის 200-დღიანი ცვლადი, მოძრავი შუალედი (MA).
თებერვალში Lee-ს ნიუ-იორკულმა კვლევითმა კომპანია Fundstrat Global Advisors-მა გამოუშვა კრიპტოვალუტების 2019 წლის პროგნოზი, რომელშიც ანალიტიკოსები აღწერენ ეტაპობრივ გაუმჯობესებას და მათი აზრით მოსალოდნელია უფრო მაღალი ფასების შენარჩუნება კრიპტოვალუტებზე.