ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bitcoin-ის ფასის მოდელი მიუთითებს პოტენციურ 5800 დოლარიან დონეზე

Bitcoin-მა გაამყარა შედარებით მაღალი ფასის მინიმუმი და შეინარჩუნა ხარული ბაზრის სტრუქტურა დღიურ გრაფიკში. 

საათობრივი გრაფიკი აჩვენებს, რომ Bitcoin-ი იმყოფება აღმავალი სამკუთხედის ტრენდში (ზოგადად ხარული მახასიათებელი) და შეინიშნება პოტენციურად მზარდი მოძრაობა 5885 დოლარიანი მაჩვენებლისაკენ. 

Bitcoin-მა შეძლო თავიდან აერიდებინა დათვების სამომავლო შემოტევები და გაიზარდა სამომავლო ხარული გარღვევის ალბათობა. 

ამჟამად კრიპტოვალუტა იყიდება 5 187 და 5 287 დოლარის დიაპაზონში, შესაბამისად, ფასი მნიშვნელოვნად მაღალია 4 აპრილის ფასზე დღიური გრაფიკის მიხედვით. 

საათობრივი გრაფიკი კიდევ უფრო კარგად გამოიყურება 10 აპრილის დღიურ ყიდვა-გაყიდვაში. ამასთან, მხარდაჭერის დონე 5200 დოლარის ზემოთაა ბოლო 24 საათის განმავლობაში მიუხედავად ფასის მრავალჯერადი ვარდნისა. 

როგორც ჩანს, Bitcoin-ი განაგრძობს ზრდას როგორც მოსალოდნელია 5885 დოლარიანი ნიშნულისკენ, თუკი გაარღვევს 5 320–5 350 დოლარიან ტრენდის ხაზს ზედა მიმართულებით.  

საათობრივი გრაფიკი: 

image.png

როგორც ვხედავთ, RSI-ზე მოხდა ხარული დივერგენციის ზრდის ფორმირება, რაც 8-9 აპრილს დაფიქსირდა. იგი მიუთითებს ფასის მოძრაობის გაგრძელებაზე საათობრივი გრაფიკის ინდიკატორების მიხედვით. 

დღიური გრაფიკი: 

image.png

დღიური გრაფიკი გვიჩვენებს, რომ ხარები ინარჩუნებდნენ higher low-ს 4 აპრილს წითელი სანთლის ქვეშ, თუმცა ამას არ შეუცვლია ხარული ბაზრის სტრუქტურა 100- და 200-დღიანი ცვლადი შუალედის ზემოთ, რომლებიც თანდათან მიიწევენ ხარული გადაკვეთისკენ  (Bull cross). 

თუკი მოხდება ხარული გადაკვეთა, მყიდველებზე არსებული წნეხი ნორმაში ჩადგება. 

RSI ახდენს ფასებიდან გადახრის დემონსტრირებას და იძლევა სიგნალს, რომ გაძლიერდება ხარული პირობები მსოფლიოს წამყვანი კრიპტოვალუტის ბაზარზე. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button