ანალიტიკოსები: საცალო ინვესტორების ინტერესი და Binance-ის რეზერვები ბაზრის ფსკერის მოახლოებაზე მიუთითებს
Santiment-ის ანალიტიკოსების თქმით კრიპტოვალუტების მიმართ საცალო ინვესტორების ინტერესი შესამჩნევად შემცირდა. მათი დაკვირვების თანახმად 2025 წლის განმავლობაში ბაზარზე დომინირებული პოპულარული თემების განხილვები მკვეთრად შემცირდა. ეს შეიძლება ბაზრის პოტენციური ფსკერის ნიშანი იყოს.
CryptoQuant-მა განაცხადა, რომ Binance-ს Stablecoin-ებისა და Bitcoin-ის რეკორდული თანაფარდობა აქვს. ექსპერტების აზრით, ბირჟის Bitcoin-რეზერვები ყველა დროის მინიმუმამდე შემცირდა. პლატფორმის Bitcoin-ისა და Stablecoin-ების თანაფარდობა 1.008-ია – ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2018 წლის შემდეგ. ეს ნიშნავს იმას, რომ რეზერვების სტრუქტურაში ამჟამად დომინირებს „მსყიდველობითი უნარი“ Stablecoin-ების სახით.
„როდესაც ბალანსი ასე მკვეთრად იხრება Stablecoin-ების სასარგებლოდ, ეს ნიშნავს, რომ ბაზარი „მზადაა ბრძოლისთვის“. […] ისტორია აჩვენებს, რომ ასეთ მინიმუმამდე დაყვანას ხშირად წინ უსწრებს Bitcoin-ის ძლიერი ზრდა, რადგან სწრაფი ფასის ზრდისთვის საჭირო ლიკვიდურობა ახლა სრულად ხელმისაწვდომია ბირჟაზე“, – აღნიშნეს ანალიტიკოსებმა.
ანალიტიკურ პლატფორმა CryptoQuant-ის დამფუძნებელმა კი იონგ ჯუმ ხაზი გაუსვა, რომ Altcoin-ების ბაზარი ლიკვიდურობის დეფიციტს განიცდის. ის მიიჩნევს, რომ მხოლოდ იმ პროექტებს აქვთ გრძელვადიანი პერსპექტივები, რომლებიც კაპიტალის მოზიდვის ახალ არხებს გვთავაზობენ – მაგალითად, ETF-ების ან დეცენტრალიზებული ფინანსური ინსტრუმენტების მეშვეობით.
შეგახსენებთ, რომ Bloomberg-მა ივარაუდა Bitcoin-ის ფასის კორექტირება 50 ათას აშშ დოლარამდე.




