
პოეზია
პაოლო იაშვილი – არგვეთის ღამე
ცაზე ვერცხლის მერცხლები
სხედან ლურჯ ბუდეებში,
მთვარე ცივად ეცემა
შქერის ტყეში გამართულ ტოტების
ბადეებში.
მთვარე _ თეთრი ხოხობი
გაეხირა ტოტებში,
ძაღლი მცველი ორღობის
ღამეს ათევს ყეფაში და ძაღლურად
ბოდვებში.
ალვის ხეებს აცვია
სირმიანი ნაბდები,
ტკბილი სიზარმაცეა
და მდინარეც სავსეა თითქოს
თეთრი ბატებით.
ღამეში დაფარფატებს
უბედური ღამურა,
ნეტავ არვინ დაჰფანტოს
ხმები იდუმალების ქცეული სალამურად.