სხვადასხვა

როგორ შევაყვაროთ კლიენტებს ჩვენი კომპანია?

ეს იმას ნიშავს, რომ მომხმარებლები თქვენზე აღფრთოვანებულები, გაოცებულები საუბრობენ. მათ ერთი სული აქვთ მოუყვნენ სხვებს რაც ნახეს და განიცადეს. აი, ასეთი ემოციის მომრავლება არის შემდეგი ამოცანა და თუ ორგანიზაცია ამასაც გადაწყვეტს, მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მიზანი მიღწეულია! თქვენი ორგანიზაცია ლიდერია ხარისხით და სტაბილურად ინარჩუნებს ამ პოზიციას.

ყოველთვის არსებობს ნიუანსი, რომელსაც განსაკუთრებული გავლენა შეუძლია მოახდინოს თქვენი მომხმარებლების განწყობასა და დამოკიდებულებაზე კომპანიის მიმართ. როგორც წესი, ამ ნიუანსს უბრალოდ პოვნა უნდა, თორემ დანახარჯების მოცულობით ის ძალზე მნიშვნელოვანი არაა. სასტუმროს ნომერში საწოლზე დადებული შოკოლადის პატარა ფილა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მომსახურე პერსონალის ეროვნულ სამოსში გამოწყობა, კლიენტისთვის დაბადების დღის მილოცვა უბრალო მისალოცითაც კი _ ეს და უამრავი სხვა რამ, რაც უნდა უბრალოდ მოიფიქრო და გააკეთო, მომხმარებლის გულისკენ მიმავალი გზებია, რომელთაც განსაკუთრებული აზრი აქვს ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის განხორციელების შემდეგ.
იმისთვის, რომ მუდმივად გქონდეთ ბევრი ასეთი იდეა, საჭიროა ფოკუს-ჯგუფების ორგანიზება, რომლებიც შეიძლება თქვენი აქტიური და ლოიალური თანამშრომლებისგან შედგებოდეს, მასში შესაძლოა კლიენტები ან კომპანიასთან დაკავშირებული პირებიც იყვნენ გაერთიანებული.ამ ჯგუფების პერმანენტული მუშაობა,
მუშაობის მეთოდების სისწორე და ჩაული ადამიანების შესაბამისი მოტივაცია (თუ ისინი სწორად არიან შერჩეული) დაგეხმარებათ იმაში, რომ ყოველთვის გქონდეთ ბევრი ახალი იდეა,რომელსაც სულ მცირე დანახარჯებით განახორციელებთ, მაგრამუდიდეს გავლენას მოახდენთ მომხმარებლების ლოიალურობაზე
კომპანიის მიმართ.

მიუხედავად იმისა, როგორ არის გადაჭრილი ხარისხის ამოცანა და რა არის გაკეთებული ხარისხის ასამაღლებლად, ამ მიმართულებით შესაძლებელი საქმის მოცულობა არ მცირდება… ახალ-ახალი იდეები, ახალი მონაცემები კონკურენტების მიერ დანერგილ სიახლეებზე და კლიენტების მოთხოვნილებების პერმანენტული ანალიზი დაგეხმარებათ რათა სისტემას ქმედითი ფორმა შეუნარჩუნოთ. ეს მუდმივი პროცესია, რომელიც ახალ-
ახალ ძალიახმევას და რესურსებს ითხოვს, რომელიც გამოგარჩევთ სხვა კომპანიებისგან. ეს სისტემები საშუალებას მოგცემთ შექმნათ თქვენი სამყარო, რომლის წევრებადაც აღიქვამენ კლიენტები საკუთარ თავს; სადაც მათ ყოფნა სიამოვნებთ და რომელსაც უფრთხილდებიან, როგორც მათი ცხოვრების ნაწილს.
ეს არის შედეგი, რომლის მიღწევის საშუალებასაც ზემოთ აღწერილი სამი ეტაპის გავლა მოგცემთ. ეტაპებისა, რომლებიც ახლებურად დაგანახებთ ორგანიზაციის საზოგადოებრივ ფუნქციას და განვითარების ახალ შესაძლებლობებს გადაგიშლით.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button