მუსიკა

Dielo – Dielo 55

jazz pop

დიელო ისტორიაა. 1962 წლიდან მოყოლებული (ანუ იქამდე, სანამ The Beatles გამოუშვებდა თავის პირველ ჩანაწერებს) 80-იანების შუაში სტუდიური საქმიანობის შეწყვეტამდე, ამ ჯაზ-ბენდის ნაყოფიერი დისკოგრაფია მოიცავს 8 სტუდიურ ალბომსა და ძალიან ბევრ სინგლს. იმ პერიოდის შემდეგ, „დიელო“ ხანდახან იკრიბება ხოლმე საკონცერტოდ. 2016-ში კი, ბოლოსდაბოლოს, ანსამბლმა გადაწყვიტა თავისი 55 (!) წლისთავი აღენიშნა ახალი, ორდისკიანი ალბომით.

რა უნდა ითქვას: მუსიკა უპრეტენზიო, მაგრამ გემოვნებით დაკრულია. პირველი დისკი შეიცავს კომპოზიციებს, რომლებსაც „დიელო“ წლიდან წლამდე კონცერტებზე მღეროდა, მაგრამ სტუდიაში ჩაწერილი არ ჰქონია და მეორე დისკზე მოთავსებულია უცხოური სიმღერების ქავერები; ბენდის 4-ხმიანი ვოკალური ჰარმონია ისევ ისე ჟღერს როგორც სამოცდაათიანებში და აუცილებლად გააღვიძებს თბილ, ნოსტალგიურ განწყობას.

ერთ სიმღერას ამ ალბომიდან შეგიძლიათ მოუსმინოთ YouTube-ზე. ეს ორდისკიანი ალბომი კი არცთუისე ძვირად იშოვება მშრალ ხიდზე.

მოსასმენი ბმული: Dielo – Sizmari

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com/2017/10/11/2016ingeorgianmusic4/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button