ქართული გვარები

გოგორიშვილი – ქართული გვარები

“გოგოირშვილი” – ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მისი შემადგენელი კომპონენტებია: ფუძე – “გოგორი” და სუფიქსაფია – “შვილი”.

“გოგორა” – ძველი ქარტული სიტყვაა და განიმარტება როგორც: “ერქვანთ თვალი საბრუნავი” (სულხან-საბა ორბელიანი. ლექსიკონი ქართული. თბ. 1991წ. გვ. 164). ან “ურმის, ეტლის და მისთანათა ტვალი, ბორბალი” (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. ერთტომეული. თბ. 1986. გვ. 150).

სიტყვა “გოგრა”-დან მიღებულია კაცის მეტსახელი და საკუთარი სახელი -” გოგორი” (ალ. ღლონტი. ქართველური საკუთარი სახელები. თბ. 1986. გვ. 104). ამრიგად გგორიშვილთა გვარსახელის ფუძეში ფიქსირებულია გვარის წინაპრის სახელი, ეპონიმი – “გოგორი”.

გვარსახელი გოგორიშვილის გარდა “გოგორ” – ფუძიდან არის ნაწარმოები რაჭაში გავრცელებული გვარსახელი – გოგორელიანი, შიდა ქართლში – გოგორიძე და გურიაში – გოგორიკიძე. საუბარია გვარსახელთა ფუძეების მსგავსებაზე და არა გვარმოდენილობათა სისხლით ნათესაობაზე.

გოგირშვილთა გვარის პირველსაცხოვრისი მესხეთში ყოფილა. სოციალური წარმომავლობით ისინი მესხეთის ერთ-ერთი ძლიერი ფეოდალები ყოიფლან, რომლებიც მესხეთში ყმა-მამულს და ციხესიმაგრეებს ფლობდნენ.

ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო საბუთების მიხედვით გოგირშვილტა გვარი XVI საუკუნიდან ჩანს.

1578 წელს ოსმალთა უზარმაზარი ჯარი, მუსტაფა ლალა ფაშას მეთაურობით სამცხე-საათაბაგოს შემოესია. ერთი მეორეს მიყოლებით ეცემოდა ქართული ცისეები. 7 აგვისტოს ოსმალები მგელიციხეს შემოადგნენ (ციხე მდებარეობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ამჯამინდელ საზღვართან ახლოს, თურქეთის ტერიტორიაზე) ციხეს როინ და ბერი გოგორიშვილები იცავდნენ მცირერიცხოვანი მეციხოვნე ჯარით. “ამასვე ქორონიკონსა, მარიამობისთვეს ზ(7), ხუთშაბათს დღესა, ხვანთქრის ლაშქარი და ლალა-ფაშა მგელიციხეს მოადგეს, შეიბნეს. სამშაბათამდის ყოველ დღეს ომში იყუნეს ციხოვანნი. გოგირშვილი რიონ და მიის ძმა ვერი ერუშნელი და მისი ძმისწული ზურაბ იყუნეს მათის ყრმათა და ღვთის შეწევნითა უკუყარნენ და ციხე ჩვენვე დაგვრჩა: და ჩვენს ჯარს გაემარჯვა”. (ცხოვრება საქართველოისა (პარიზის ქრონიკა). გ. ალასანიას რედაქციით. თბ. 1980. გვ. 50). ხელნაწერთა ინსტიტუტის (5) კოლექციაში 947-ე ნომრით დაცულია XVI საუკუნის მესხური დავითნი, რომლის ვრცელ მინაწერში იკითხება: “და გოგოირშვილმა ბეჟან ციხისჯვარი უკუიჭისა და მისცა ფაშასა”.

XVII საუკუნიდან მესხი გოგოირშვილების ნაწილი იძUლებულია გამაჰმადიენდეს, ხოლო ნაწილი იძულებულია დატოვოს თავისი მამული და გურიას, იმერეთს და ქართლს შემოეფაროს. 1626 წელს ბრძოლაში ბაზალეთის ტბასთან დაიღუპა, დიდი მოურავის საშველად მესხეთიდან ჩამოსული დავით-ბეგ გოგირშვილი. “არჩილიანის” მიხედვით ეს გგოირშვილი, სააკაძის სურვილით, ბრძOლის ველზე გასულა როგორც გიორგი სააკაძე, სააკაძის ჯაჭვ-მუზარადით და სააკაძის ცხენზე ამხედრებული.

საბუთების მიხედვით ქართლში გადმოხიზნული გოგორიშვილები: საბარათიანო, საამილახვრო და საეკელსიო მამულებში ჩანან. უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი აზნაურები იყვნენ.

1659 წლის ზედგინიძე-ამილახვართა ერთ ნასყიდობის წიგნში მოწმედ დასახელებულია გოგირშვილი ხუცია (ხელნაწეტა ინსტიტუტი, Hდ-2119).

1678 წელს ზურაბ გოგორიშვილი მოწმე ყოფილა ნიკოლოზ კათალიკოსის მიერ ბოძებული წყალობის წიგნისა მაღალაძეებსიადმი. (ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 1450-23/64).

1690 წლის ბარათაშვილთა და ლარაძე-ზურაბიშივლთა ნასყიდობის წიგნი ბერი გოგორიშვილს დაუმოწმებია (ცენტრალური სახ. ისტ. არქივი. ფონდი 1450-10/136).

XVII საუკუნეში მესხი გოგირშვილების ერთი შტო გურიაში გადასულა. მათი შთამომავალნი ამჟამად ზოგი ისევ გოგორიშვილია, ზოგი კი გოგოლისვილად იწერება. ისინი აზნაურის ხარისხით იყვნენ მიღებულნი (გურიის თავადთა და აზნაურთა ოჯახების სია). ზ. ჭუმბურიძის და ქ. ცხარტიშვილის რედაქციით თბ. 1993, გვ. 8,14). გურულ გოგოლიშვილტა უწინდელი გოგირშვილობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ გურიაში, ლანჩხუთის რაიონში, სოფ. წყალწმინდას მახლობალდ არსებობს მიკროტოპონიმი – “გოგორიშვილებისგორი” (ალ. ღლონტი. სუფსა-ნატანების ხეობები. თბ. გვ. 12).

იმერეთის სამეფოშიც დაახლოებთ ამავე პერიოდიდან ჩანან აზნაური გოგორიშვილები. იემრეთის საისტორიო საბუთებში ისინი იხსენეიბიან თავად ჩიჯავაძეთა და თავად ჩხეიძეთა აზნაურებად (საბატონო აზზნაურები).

1812 წლის თავად ლორთქიფანიძეთა “ერთობის წიგნში” იხსენიება მოზღვარ-მღვდელი ლაზარე გოგორიშვილი. (ქუთაისის მუზეუმი საბ. #320. ო. სოსელია. ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქარტველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან. თბ. 1973 ტ.I, გვ. 138).

ღმერთისა და საქართველოსთვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებსითვის, გოგირშვილთა გვარის მეომრები გამოდოდნენ: “ჯამსა ერთობისასა”. ერთიანი ქართული ლაშქრის მოწინავე (“წინამბრძოლთა”) სადროშოში, ხოლო “შემდგომად განყოფისა”, ცალკერძ მთავარ გულიერთა დროშის ქვეშ, ცალკერძ იემრთის სამეფო ლაშქრის მოწინავე და ცალკერძ ქართლის სამეფო ლაშურის მოწინავე შუაგულ და მამეჯვენე სადროშოებში.

ამჟამად გოგორიშვილები ცხოვრობენ იმერეთში: ქუთაისში (12-14 კომლი) და ვანის რაიონის სოფლებში (18-20 კომლი) არიან მცირე რაოდენობით ბაღდათის, ჭიათურის და წყალტუბოს რაიონებშიც. მცირედნი არიან გურიაში – ლანჩხუთის რაიონში და შიდა ქართლში – კასპის რაიონში. თბილისში იმერეთიდან გურიიდან და ქართლიდან მოსული გოგორიშვილები 45-50 კომლად ცხოვრობენ.

1995 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში გოგრიშვილთა გვარის დიდ-პატარა, ქუდოსან-მანდილოსანი ერთად 338 სულს ითვლიდა.

ღმერთმა ამრავლოს გვარი გოგორიშვილთა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button