სიმღერის ტექსტები

ბინდისფერია სოფელი, თანდათან უფრო ბინდდება,

ბინდისფერია
ბინდისფერია სოფელი, თანდათან უფრო ბინდდება,
რა არის ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება.
რა არის ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება,
ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც ბალახი აბიბინდება.

იმასაც მოკლედ უვლია, ვინც გძლად ეგონა იარა,
თოფს ჟანგი შესჭამს, ჟანგს მიწა, კაცის გულს დარდი იარა,
მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგვყრის იარაღს
ჩვენ რას წავიღებთ იმქვეყნად, სხვას არა წაუღია რა.

ლექსო ამოგთქომ ოხერო, თორე იქნება ვკვდებოდე,
და შენ კი ჩემად სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე,
მოსთქვამდნენ ჩემებ სწორები, ფანდურის ხმაზედ ჰყვებოდნენ,
ქვეყანა მხიარულობდეს და მე საფლავში ვკვდებოდე.

მოსთქვამენ ჩემებ სწორები, ფანდურის ხმასა ჰყვებოდნენ,
სახლო არ დაინგრეოდე, ცოლო არ გათხოვდებოდე.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button