პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – მან მოიტაცა ველები ..

მან მოიტაცა ველები თოვლის
ფეერიული თვალით მნათები,
ხან ნიაღვარი ცხრაასხუთისა,
ხან პეტროგრადის ბარიკადები.
ყვიროდა ცეცხლი და კონონადა:
შენი მარადი სული, რუსული.
კვნესდენ ველები უკრაინისა
და კრემლი ცეცხლით გადატრუსული;
თუ მართლა წამის წყვდიადში წადი,
თუ მართლა სიკვდილს მიეცი ხელი –
საოცარია ეს წელიწადი,
საოცარია ცხოვრება მთელი!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button