
2019 წლის პირველი დიდი გამოღვიძება: BTC 5 ათასდოლარიანი ნიშნულით
3 აპრილი, ოთხშაბათი. Bitcoin-მა პირველად 2018 წლის ნოემბრის შემდეგ დააფიქსირა ნიშნული 5 ათას დოლარზე. იმ დროს, როდესაც ზოგიერთ კრიპტოვალუტაზე ფასის კლება შეიმჩნევა, დანარჩენებს შეუძლიათ თავი მოიწონონ მზარდი ტენდენციით.
BTC-მა 24 საათს განმავლობაში 14%-ზე მეტით მოიმატა და და გადააჭარბა 5 ათასდოლარიან ნიშნულს. CoinMarketCap-ის სტატისტიკის თანახმად, ლიდერმა მონეტამ გარკვეულ მომენტში 5 043 დოლარს მიაღწია, შემდეგ კი დაუბრუნდა 4900 დოლარს. სტატიის წერის მომენტში BTC დაახლოებით 5007 დოლარად იყიდებოდა.
Bitcoin-ის ბაზრის კაპიტალიზაცია 1 მლრდ დოლარზე მეტით გაიზარდა წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით. ფასის მატების პიკში BTC-ის ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი დაახლოებით 88 მლრდ დოლარი იყო, ამ დროისთვის კი (წერის მომენტში) დაახლოებით 87,4 მილიარდს შეადგენს.

Ethereum (ETH), ამ დროისათვის ბაზრის კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა, 3 აპრილის მაჩვენებლით 24 საათში 10%-ით გაიზარდა. წინა დღეს, სამშაბათს მისი ფასი დაახლოებით 150 დოლარი იყო, ოთხშაბათს კი იგი 165 დოლარს ზემოთ იყიდებოდა. ETH-ის ბაზრის კაპიტალიზაცია თითქმის 2 მლრდ დოლარით გაიზარდა და შეადგინა 17,6 მილიარდი.

რიგით მესამე კრიპტოვალუტა Ripple (XRP) აგრთვე ზრდას განიცდის მესამე დღეა ზედიზედ. მონეტის ფასი 5 საათში 5%-ით გაიზარდა. მისი ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი კი 1 მილიარდით მეტია წინა დღესთან შედარებით – 14,7 მილიარდზე მეტი.

ყველა კრიპტოვალუტის საერთო ბაზრის კაპიტალიზაციაც მნიშვნელოვნად გაიზარდა 2 აპრილთან შედარებით. 3 აპრილს დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო 176,9 მლრდ აშშ დოლარი და იგი სტატიის წერის მომენტში ჩამოვიდა 173,8 მილიარდამდე.

რაც შეეხება სხვა Altcoin-ებს, ყველა მთავარი ვალუტა, Maker-ისა (MKR) და Tezos-ის (XTZ) გარდა, მწვანე ზონაში იმყოფება და მათზე შესამჩნევია მზარდი ტენდენცია ბოლო 24 საათის განმავლობაში. Bitcoin Cash (BCH) 280 დოლარს ზემოთ ავიდა – გაიზარდა დაახლოებით 50%-ით. კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშეა LTC, რომელიც ერთ დღეში 20%-ით გაიზარდა და ამჟამად 84 აშშ დოლარად იყიდება.
ილონ მასკის განცხადების შემდეგ, რომ Dogecoin (DOGE) მის ფავორიტ კრიპტოვალუტას წარმოადგენს, ხსენებულმა მონეტამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა და გაძვირდა 30%-ით.
კრიპტო ბაზრის აღდგენა, რომელიც 1 აპრილს დაიწყო, ფართოდ განიხილება კრიპტო-ქომიუნითებსა და ფინანსების სამყაროში. კრიპტო-ინსაიდერების ქომიუნითი აცხადებს, რომ ამ ნახტომს რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ გააჩნია და ყველაფერი აიხსნება სპეკულაციებით.
Binance-ის გენერალური დირექტორი Changpeng Zhao, ასევე ცნობილი როგორც CZ, აცხადებს, რომ მან არაფერი იცის მომხდარის რეალური მიზეზების შესახებ. ამავე დროს, Bloomberg-ის ავტორი Eric Lam ამბობს, რომ ცალსახა პასუხი არ აქვს.
Eric Lam-მა ისაუბრა საპირველაპრილო ისტორიაზე, რომელშიც ამტკიცებენ, რომ აშშ-ის ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიამ Bitcoin-ETF დაამტკიცა, როგორც პოტენციურად გავლენის მომხდენი კრიპტო-ბაზარზე. მის პოზიციას CNBC-ც იზიარებს.
მეორე მიზეზი, რომელსაც Bloomberg-ი ეყრდნობა – უკავშირდება Brexit-ს, რამდენადაც ზოგიერთი თვლის, რომ ინვესტორები ფუნტს ცვლიან BTC-ზე მას შემდეგ, რაც ბრიტანეთი ევროკავშირს ჩამოშორდა. რამოდენიმე ადრეული პროგნოზიც ამ თეორიას ემყარებოდა.