PS4-ის მომავალი – PlayStation VR
როგორც ითვლება, PS4 უკანასკნელ წლებს ითვლის. ვრცელდება ხმები, რომ შემდეგი თაობის კონსოლი შესაძლოა მომდევნო წელს გამოვიდეს და როგორც ჩანს, PS4-ის მომავალს PlayStation VR წარმოადგენს.
მცირე ხნის წინ გაკეთებულ ანონს Sony State of Play-ზე მთელი პრეზენტაცია ძირითადად ფოკუსირებული იყო სამომავლო VR-თამაშებზე, მათ შორის იყო Iron Man VR, Blood & Truth, Five Nights at Freddy’s VR: Help Wanted, აგრეთვე VR-რეჟიმის თამაშებზე, როგორებიცაა Concrete Genie და No Man’s Sky.
PSVR ჩამონათვალიდან უმეტესობა კონსოლების ექსკლუზივია: ხსენებული თამაშებისთვის თქვენ Sony-ს კონსოლი დაგჭირდებათ. ეს ზუსტად იგივე სტრატეგიაა, რომელიც Sony-მ წარმატებით გამოიყენა PS4 საბაზისო სისტემისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ PS4-ის მფლობელების მხოლოდ მცირე ნაწილი ფლობს PSVR-ს, ეს ახალი თამაშები ხელს შეუწყობს მეტი მყიდველის მოზიდვას.
ახალი, ზემოთ ჩამოთვლილი თამაშებიდან ითვლება, რომ ყველაზე შთამბეჭდავია Iron Man VR. დემონსტრაციისას მოთამაშეს სრული თავისუფლება და კონტროლი ეძლევა „რკინის კაცზე“, შეუძლია იფრინოს და გადაადგილოს დიდი მასის ნივთები სწორედ ისე, როგორც ფილმებსა და კომიქსებშია. მართვის უნიკალური სქემა ისეთ გამოცდილებასა და შეგრძნებებს ჰპირდება მოთამაშეს, როგორსაც ვერ მიიღებს კონტროლერებით.
ისეთი თამაშები, (მაგალითად No Man’s Sky და Concrete Genie) რომლებიც არ არინ ექსკლუზიურად VR-ისთვის განკუთვნილნი, აგრეთვე ახალ სტიმულს იძლევა მათთვის, ვინც ამ დრომდე არ დაინტერესებულა მათი თამაშით.
ასეთი ნახტომი ვირტუალურ რეალობაში მნიშვნელოვანია, რადგანც Sony-ს არც ისე ბევრი თამაში აქვს PS4-სთვის. მისთვის დაანონსებული თამაშებიდან არც ერთის გამოსვლის თარიღზე სიტყვაც არ თქმულა.
Sony მიმდინარე წელს E3 გამოფენაზე პრეზენტაციებს გამოტოვებს, ასე რომ გაურკვეველია, რეალურად როდის გახდება ცნობილი ახალი თამაშების შესახებ მეტი ინფორმაცია. თუმცა PSVR თამაშებისთვის, როგორც წესი, ნაკლები ძალისხმევა და დრო არის საჭირო მწარმოებლების მხრიდან.
PS5-ის გამოშვების შემდეგ PS4 დარჩება, როგორც საწყისი დონის ვირტუალური რეალობის ბიუჯეტური სისტემა. Sony-ს, დიდი ალბათობით, გარკვეული დრო დასჭირდება განახლებული PSVR-ის დასამზადებლად.
ჰორიზონტზე გამოჩენილი ახალი თამაშების, აგრეთვე კარგი სარეზერვო კატალოგის გათვალისწინებით, რომელიც ნელ-ნელა ივსება, ერთი რამ ცხადია: PSVR იქნება PlayStation 4-ის „გედის სიმღერა“.