პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – არასდროს ისე არ მენატრება თავისუფლება

არასდროს ისე არ მენატრება
თავისუფლება, ვით გაზაფხულზე,
როცა ბუნება ახმაურდება
დედამიწისა გაყინულ გულზე,
როცა მიდამო ვარდ-ყვავილებით
ლურჯ ხავერდივით მოიქარგება,
როცა ბულბულის ხმები რაკრაკით
ბუჩქნარს ედება და იკარგება –
ვიღაც მეძახის სიცოცხლისაკენ,
სიკვდილის გზაზე თრთოლვით მიმავალს…
ვაგლახ! ვერავის ირგვლივ ვერ ვხედავ
და ისევ ცრემლი მახუჭვინებს თვალს…

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Back to top button