პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – თვალუწვდენი ქვეყნის

ციკლიდან „პაციფიზმი“

თვალუწვდენი დიდი ქვეყნის
ყველა კუთხით მოდის ცნობა
არ უნახავს არასოდეს
თვალს ამგვარი მოძრაობა!
ყველა ერთად წინ მიიწევს –
ეს თაობა, ის თაობა.
განა წარმოსადგენია
ახლა გაუბედაობა?!

თვალუწვდენი დიდი ქვეყნის
ყველა კუთხით იძვრის ზვირთი,
გარდატეხის არნახულის
დიადია მაგალითი!
იაგუნდს სდევს იაგუნდი
და მარგალიტს – მარგალიტი!
მზით კრიალებს ლენინის გზა
და იდეა დიდზე დიდი!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button