
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ატომი
- რას სწევ უბიდან? სთქვი, ქალო,
მიწამ ცას რა დაუშავა?
ვფიქრობ, შუშაა უბრალო… - დიაღ, უბრალო შუშაა.
- შუშაში, ვამჩნევ, თრთის კვეთი.
რა ღელვა, რა გიზგიზია…
საკმარისია თუნდ წვეთი? - ო, წვეთიც საკმარისია!
- შხამავს ატომით ფიალას –
სულ ერთი წვეთით თრთის მტერი
და ჰკარგავს თანდათან ძალას! - ვერ იხსნის ვეღარაფერი!
- იცნობს დალესა მძვინვარეს?
- მის მიერაა ნალესი.
- და ბოლოს მსხვერპლი ვინ არის?
- თვით იგი, თვითონ დალესი!