
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – აუჩქარებლად, დინჯად ..
ციკლიდან „პაციფიზმი“
აუჩქარებლად, დინჯად,
დრო-და-დრო
ისმის ბუტბუტი გაძრცვნილი ჭადრის –
მშვიდობით, იტალია, მშვიდობით.
მშვიდობით, ინგლისო, მშვიდობით!
ცივა, ჰქრის და ტალახია გზაზე
მიფრინავენ წეროები ცაზე,
მშვიდობით, პარიჟო, მშვიდობით!
ქარმა დაჰქროლა, ხე დაარხია,
ისევ ფოთლები და ტალახია –
მშვიდობით, ამერიკა, მშვიდობით!
„ცაზე მიდიან წერონი,
მწკრივადა, ჯარის-ჯარადა“.
როგორც სამკუთხი შარადა
სამს კიდევ სამი მოება.
მშვიდობით, მშვიდობით
შემოდგომის წეროებო!