
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – აღარა გვყავს ილია
ძმებო, ამხანაგებო!
აღარა გვყავს ილია;
მისი შუბლი მზიური –
ტყვიით გაპობილია…
ფიცი დავდოთ: განვაგრძოთ
ილიას გზა ნათელი,
მტერზე შურისძიება –
ეს იქნება ნამდვილი!
ფიცი დავდოთ: სამშობლოს
მივცეთ ჩვენი ცხოვრება –
მკვლელზე შურისძიება
ამით გვემახსოვრება!
ძმებო, ამხანაგებო!
აღარა გვყავს ილია:
მისი შუბლი მზიური –
ტყვიით გაპობილია…