![გალაკტიონ ტაბიძე – ბენუარიდან ხედავდა თვალი ..](/wp-content/uploads/2025/02/გალაკტიონ-ტაბიძე--ბენუარიდან-ხედავდა-თვალი-...jpg)
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ბენუარიდან ხედავდა თვალი ..
ბენუარიდან ხედავდა თვალი,
რა საუცხოვო იყო მედეა.
ისეა თითქო დაღლილი თვალი,
შენი ალერსის მოიმედეა.
უმშვენიერეს და წმინდა ხმაში
ხეტიალობდა სულის ჩრდილები –
გამოსვლა იყო – მქუხარე ტაში,
ფარდა – ცრემლები და ყვავილები.
თეატრის შემდეგ ვიყავით ორი,
ეტლმა მადათოვს გაგვანაპირა,
სახეში გვცემდა ნიავის ტბორი
და წისქვილებში იბრძოდა მტკვარი.