პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ბერლინი

რაიხსტაგის წინ რომ ეგდო ჩვარი –
ესაა დროის მსუბუქი მტვერი,
გარდამავალი, ვით ზენა-ქარი
და შეშლილობა მიხაკისფერი.

გამარჯვებათა ხეივნის არეს
მეფეთ ძეგლები მიწისფერია,
აქ მარადისი არარა არის,
აქ სიკვდილია, აქ ჰიტლერია.

მომავალ დღეთა იტყვის ჭახჭახი –
რას ნიშნავს მხეცის დღე და სოფელი,
რომ შეუბრუნოს ჯალათს ნაჯახი
უფრო მრისხანე და ულმობელი,

რომ მხეცს აწყვეტილს შეაბას თოკი,
რომ კარებს დახშულს მოგლიჯოს რაზა –
ის ჰიტლერია, თუ დელაროკი,
განადგურდება იმათი რასა!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button