პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – დამშვიდდი, ქარო!

კოშკიდან ერთი ნათობს სანთელი,
უდაბურ მთიდან, უდაბურ ტყეში,
რა ცივად მოდის ქარი და თქეში,
რა მძაფრად კვნესის კორიანტელი.

კოშკში კი მყუდრო ანთია კერა,
ნაპერწკლებს ისვრის ყვითელი ალი,
არ შესდგომიან საუზმეს ჯერა
მთიელი ვინმე და მისი ქალი.

დამშვიდდი, ქარო, რა გემართება,
ასეთი წვიმა ნეტა რა არის?
და ქალი სწრაფად მიემართება,
რომ გრიგალისგან ჩაკეტოს კარი.

ყვითლდება ჩალა შესაკონელი
და მეურმეებს ფეხქვეშ ეგება,
ვინ მოგზაურით, რა საქონელი
ამ ბნელი ღამით მიირეკება?

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button