პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – დამწველი თავის სიმშვენიერით

დამწველი თავის სიმშვენიერით,
დამშვენებული უხვი განგებით –
ფეხთან პერანგი იწვა ცბიერი,
როგორც ელვარე ფარშავანგები.

შიშველი, წმინდა, როგორც ნაკადი!
დიდხანს საჭირო არ იყო ხვეწნა,
უცხო სახეზე შემონახატი,
წარბები – მშვიდი და თმები – ძეწნა.

მე სხვა ქალებს ვერ დავემალები,
მათში ბევრია პროზა, ქრონიკა,
მაგრამ სხვა იყო შენი თვალები
და შენი კოცნა… ო, ვერონიკა!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button