პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – დილა სვანეთში

ციკლიდან „პაციფიზმი“

მთავარ სულს ძლივს ითქვამს
ყრუ ღამე ხევების,
და სუნთქვა მთებისა
სუნთქვაა დევების.

ცისკარმა უშბაზე
გაშალა ალამი,
დიად დღეს სალამი,
სალამი, სალამი!

იფეთქებს ნაღმივით
მზის ალთა კიდება,
მაღალ მზეს დიდება,
დიდება, დიდება!

ლაღი გზა, გზნება და
სიცოცხლე მათ მიერ,
უკვდავ არს და მრავალ
და მრავალჟამიერ!

წაშავდი, სიბნელევ,
წაშავდი, სინისლევ,
ნახვამდის, ო, ღვინოვ,
სალამი – სიფხიზლევ!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button