პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ვინც ევროპას გავამგზავრეთ ..
ვინც ევროპას გავამგზავრეთ
თუნდაც ცალკე, ერთად თუნდა –
ყველა რაღაც უცნაურად
არეკილი ჩამობრუნდა.
მედიდური უცხოელი –
აწერია იმათ სახეს:
უკუღმართი რამ ყოველი
აქ სიკეთედ დაგვისახეს.
სინამდვილეს მოსდეს ხავსი,
სიკეთე კი, შენაფერი –
მეც ვეძებე, მაგრამ მსგავსი
ვერ ვიპოვე ვერაფერი…
ერთადერთი ვიცი მხარე,
სად თავს უფლად გრძნობს პოეტი:
ნისლი რჩება საზღვარ-გარე –
აქ კი მზეა: საბჭოეთი!