პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – გზაზე ფოთლები ყრია

გზაზე ფოთლები ყრია,
მიეჩქარება სწრაფი,
ვით გაზაფხული მღვრია,
მდინარეების ქაფი.

შორი ნანგრევის კეფა
სჩანს, ქარიშხალი ნახა;
ისმის ძაღლების ყეფა,
რომ… გამახსენდა… აჰა!

მაგრამ ჩემს გულში მჯერა
სუნთქვა ახალი ქროლის,
გამარჯვებული მღერა
გამარჯვებული ბრძოლის.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Back to top button