პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – გრძნობათა ფერფლი

ველნი ჰყვავიან,
გულო, დაწყნარდი!
ადრე თუ გვიან
სიცოცხლის ვარდი
ბედნიერებად გადაიშლება…
დროც ხომ წინ მიდის,
დროც ხომ იცვლება?!
არის სადღაცა ნეტარი მხარე,
არის წმინდა ცა
შუქით მგზნებარე.
იღვიძებს ველი საგაზაფხულო,
დაწყნარდი, გულო,
დაწყნარდი გულო!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button